Friday, May 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე სამი საკითხი დააყენეს, რაზეც დადებითი პასუხი მიიღეს

May 8, 2026
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე სამი საკითხი დააყენეს, რაზეც დადებითი პასუხი მიიღეს

საქართველოს საპატრიარქოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა დასრულდა.

როგორც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მამამ კახა წიქარიშვილმა შეხვედრის დასრულებისას აღნიშნა, 3 საკითხზე დააყენეს მოთხოვნა, საპატრიარქოსგან კი დადებითი პასუხი მიიღეს.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მოთხოვნა იყო დახმარება ფონდის შექმნაში, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე თანხას ჩარიცხავს მედიკამენტის შესაძენად.

„შევხვდით საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მათ შორის მამა გურამ ჭარელაშვილს. გავაცანით ინფორმაცია დაავადების შესახებ, რა მასშტაბის პრობლემაა, რა გვესაჭიროება.

თქვეს, რომ ყველანაირ დახმარებას აღმოგვიჩენენ, რაც მათი შესაძლებლობის ფარგლებშია. ჩვენ ვითხოვდით დახმარებას ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში, ასევე მოუწოდონ ხელისუფლებას ყველა ზომა იყოს მიღებული ბავშვების გადასარჩენად. მეორე: ვთხოვეთ დახმარება კონკრეტული პრობლემის მოგვარებაში, რაც ძალიან მძიმე პაციენტებს აქვთ, მართვით სუნთქვაზე არიან და მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვთ. ადაპტირებული პირობებიც არ აქვთ, რათა გარეთ გამოვიდნენ.

ასევე ვთხოვეთ შეიქმნას ფონდი, დახმარება გაგვიწიონ, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე თანხას ჩარიცხავს. ამ ფონდით და სახელმწიფოს დახმარებით შევიძენთ მედიკამენტს. ამ სამ საკითხზე ვთხოვეთ დახმარება და დადებითი პასუხი მივიღეთ”,- აღნიშნავს წიქარიშვილი.

მისივე თქმით, შესაძლოა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი შეხვედრა ჩაინიშნოს საპატრიარქოში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მამუკა მდინარაძე სპეცრაზმელების დაკავებას ეხმაურება
  • დაკავებულ ძალოვნებს ბრალი წარედგინათ – მათ 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
  • სპეცრაზმელების საქმეს გრიფი დაადეს – ერთ-ერთი დაკავებული დანაშაულს აღიარებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge