2-წლიანი პატიმრობის შემდეგ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი კუჭუაშვილი თავისუფალია.
კუჭუაშვილს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. სააპელაციო სასამართლომ კუჭუაშვილისთვის ბრალად წარდგენილი პოლიციელზე თავდასხმის მუხლი. პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით გადააკვალიფიცირა და სასჯელის ზომად და სახედ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ფოტო: პუბლიკა
