გდდ-ს ყოფილი შეფი, ზვიად ხარაზიშვილიი ფიქრობს, რომ მისი სპეცრაზმელები “ჩაუშვეს” – “ტვ პირველი” “ხარებასთან” პირველ ინტერვიუს ავრცელებს.
ხარებასთვის გაუგებარია, როგორ დაადგინეს ჟურნალისტებზე და პოლიტიკოსებზე მოძალადე პირების ვინაობა, როცა ყველა მათგან დარბევის დროს ნიღაბი და სპეციალური ეკიპირება ეკეთა.
“რა გითხრა ერთი, ჩემი პასუხი არის ყველასთან, ჩემი ბიჭების წინაშე და ჩემი სამხედროს წინაშე, მე ადრეც ვთვქი ბევრჯერ, გუშინ მთელი დღე ტელეფონმა ტვინი წაიღო, ყველა ჩემთან რეკავდა, ან მე რას მირეკავთ, ვერ გავიგე?
მე ჩემი სამშობლო ისე მიყვარს, ტყვიის არ მეშინია და შიშით მე ვერავინ ვერ შემაშინებს. მე წავალ და მე ჩავჯდები თუ ჩემს სამშობლოს სჭირდება, თუ ჩემს ქვეყანას ამით რამე ეშველება და თუ ამ ბიჭებს აღარ შეაწუხებენ.
(ჟურნალისტი: – ბატონო ზვიად, თქვენც იყავით საგამოძებო უწყებაში დაბარებული?) არ არის ეგ თქვენი საქმე, თუ დამიბარებენ პრობლემა არ მაქვს მისვლის. მე არაფერი არ დამიშავებია, არც ამ ბიჭებს არაფერი დაუშავებია. ეს ყველამ კარგად იცის.
არვიცი იდენტიფიცირება მოხდა რომ? ეს არ ვიცი. ახლა მასკიანი ადამიანები, იცით ნიღბიანები , ეკიპირებით… ჩაშვებულია აბა რა არის ახლა. ჩამშვებებს და მაგნაირ ხალხს ახლა რა გამოლევს, ხელს რომ იშვერეს. შიგინიდან ჩაუშვეს ალბათ, თვითონ შიგნით თბილად იყოს ვინმე და სხვა დაიჭიროს, ალბათ ეგეთი რამ გააკეთა ვიღაც არაკაცმა, თორე ეს ბჭები რა შუაში არიან.
ვინმეს კი არ ვამართლებ და ხელს კი არ ვაფარებ, გადაცდომა ყველგან ხდება. გადახედეთ იმ სხვა ქვეყნებს, ვსიაც თქვენ ებაძებით, რეებს უშვებიან იქ ხალხს – ქალებს, ბავშვებიანად ბოდიში და წიხლის ქვეშ იდებენ.
არ ვიცი ადამიანი დაჭერილია და საჩვენებლად დაჭერილი მე არ მინახია. ციხეში ახლა მე რომ ვიჯდე და დამიჭირონ, რგორო ფიქრობთ, საჩვენებლად ვიქნები დაჭერილი? პატიმარი პატიმარია, ციხე ციხეა, საჩვენებელი მე არ ვიცი, რას ნიშნავს.
დასავლეთი რა შუაშია, რეები ხდება იმ ქვეყნებში თქვენ უკეთ არ იცით? ვინმეს თვალები გამოვთხარეთ, ვინმე მოვკალით? რა გავაკეთეთ ისეთი ჩვენ, პირიქით, მივიღეთ იმდენი შეურაცხყოფა, დამცირება, ცეცხლები, მოლოტოვები გვესროლეს, რეები არ მოვითმინეთ”, – ამბობს ხარება.
გუშინ, 7 მაისს გენერალურმა პროკურორმა გვარაკიძემ განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს. ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინება ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
