გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ “აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ყველა ამ ბინძური და უსამართლო საქმის შემსრულებელი სათანადო პასუხს აგებს“.
შაიშმელაშვილის თქმით, დღევანდელ პროცესზე მის ადვოკატს არ მიეცა უფლება, მისი სააბოლოო სიტყვა წაეკიღხა, შესაბამისად ის, საკუთარ სიტყვას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
დღეს დასრულდა ივანიშვილის სასამართლო – და მურუსიძის „ნოტარიუსმა“ სასჯელები ისე ჩამოარიგა, წარბიც არ შეუხრია.
სამწუხაროდ, ჩემს ადვოკატსაც კი არ მისცეს უფლება, ჩემი საბოლოო სიტყვა წაეკითხა სასამართლოში.
ამიტომ, აქ გავაზიარებ.
P.S აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ყველა ამ ბინძური და უსამართლო საქმის შემსრულებელი სათანადო პასუხს აგებს, – წერს შაიშმელაშვილი.
ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 7-7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ასევე, სასამართლომ ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. ირაკლი ჩხვირკვიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძეს და თორნიკე მჭედლიშვილს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ
