Monday, July 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“აქ იბრძვის ეკა კუპატაძე, ღირსეული, უდანაშაულო ბიჭის, გიგა ავალიანის დედა…ჩვენ ვერ მოგვერევიან მკვლელები” – ეკა კუპატაძე

May 7, 2026
“არის ბევრი სიახლე…” – გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განცხადება გააკეთა:

“მას შემდეგ, რაც მოხდა მოწმის იდენტიფიცირება, მას შემდეგ, რაც მოწმემ დადო ფიცი, უდავოდ გამოაცხადეს ადვოკატებმა მისი ჩვენება და ცირკი დამიდგა უცხო მამრებმა, ყველაფერს გეტყვით დეტალებით, მაგრამ მე მინდა ვთქვა ის, რომ აქ იბრძვის ეკა კუპატაძე, ღირსეული, უდანაშაულო ბიჭის, გიგა ავალიანის დედა. მე ვერავინ ვერ მომერევა. მით უფრო მაშინ, როცა მე ზურგს მიმაგრებთ თქვენ და ზურგს მიმაგრებს სახელმწიფო. დიახ, ქალბატონი ქეთი სონიძე დღეს იყო პრინციპული და ჩვენ ვერ მოგვერევიან მკვლელები. არ მისცეთ გოგოებო და ბიჭებო არავის უფლება, რომ ჩვენი მომავალი მოკლან ამ ველურმა მამრებმა” – თქვა მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მას შემდეგ, რაც ნია იმნაძე პროცესზე შეუძლოდ გახდა და ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გადაიყვანა.

ეკა კუპატაძემ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იმნაძის ადვოკატი ცდილობდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესზე მისვლა თავიდან აერიდებინა. თუმცა, მოგვიანებით მანვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნია იმნაძე გამოიკითხებოდა.

ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1 ოქტომბერს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს, 25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 26 წლის მასწავლებელს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი კი 6 წელსა და 9 თვეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “შეწყალების რესურსი შემცირდა, თუმცა მაქსიმალურად შევეცდებით, ავითვისოთ ის რესურსი, რომელიც არსებობს” – ირაკლი კობახიძე
  • “სტიქიის პრევენციისთვის არსებობდა ნაგებობები, რომლებიც იყო მწყობრში და სწორედ მწყობრში მყოფი ღვარცოფდამცველების დამსახურებაა ის, რომ ზიანი არ არის უფრო დიდი” – შალვა პაპუაშვილი
  • ” წყალი არ მაქვს 79 წლის ქალს… ვარ უპატრონოდ” – თელავში სტიქიით დაზარალებული ადგილობრივი დახმარებას ითხოვს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge