Thursday, May 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არაფერი მაქვს თავის სამართლებელი, სწორ გზაზე ვდგავარ, ჩემს ადგილს ვხედავ რუსთაველზე ან – ციხეში, ორივე ბრძოლის ფრონტია მოღალატეების წინააღმდეგ” – პაატა ბურჭულაძე

May 7, 2026
“არაფერი მაქვს თავის სამართლებელი, სწორ გზაზე ვდგავარ, ჩემს ადგილს ვხედავ რუსთაველზე ან – ციხეში, ორივე ბრძოლის ფრონტია მოღალატეების წინააღმდეგ” – პაატა ბურჭულაძე

ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის, რომ იმართლოს თავი. მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი. მიმაჩნია, რომ სწორ გზაზე ვდგავარ, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა პაატა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე, დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა.

ბურჭულაძის თქმით, თავის ადგილს ხედავს რუსთაველზე ან – ციხეში.

„ბატონო მოსამართლე, როგორ გგონიათ, მე რომ მდომოდა, ვერ გავხდებოდი „ოცნების“ პარლამენტის წევრი და ვერ დავიკავებდი დიდ თანამდებობას? ეს „ოცნების“ წევრები ჩანასახშიც არ იყვნენ, როდესაც ივანიშვილი სხვადასხვა ხერხით მთხოვდა, ცდილობდა, მასთან ერთად ჩავრთულიყავი პოლიტიკაში, მაგრამ მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოსთვის არის დამღუპველი და რაც შეიძლება მალე უნდა მოვიშოროთ. ამ ორმა დიდმა, „სამართლიანმა“ პროკურორმა ერთი სიტყვაც არ ახსენეს იმის თაობაზე, რისთვის შეიკრიბა ხალხი 4 ოქტომბერს. მათ ვერ შეამჩნიეს საქართველოს ეროვნული კრება და მისი დეკლარაცია, რასაც ერთხმად მისცა ხმა ასობით ათასმა ადამიანმა, მაგრამ მათ შეამჩნიეს არავისთვის საჭირო, მორყეული ღობის დაშლა და შვიდი თვის განმავლობაში ამის დაბრალებაც ვერ შეძლეს მოქალაქეებზე, რადგან ნოდარ მელაძემ და მისმა გამომძიებელჟურნალისტთა გუნდმა ეს ამბავიც გაუქარწყლა მათ.

რაც შემეხება მე – ე.წ. შვიდთვიანი გამოძიების შემდეგ: შვიდი თვეა, ამ ორმა „პატიოსანმა“ პროკურორმა ქნა ის, რომ სრულიად მომწყვიტა ჩემს ოჯახს, ერთხელაც არ მისაუბრია ჩემს მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან. მეგობრებზე უკვე არაფერს ვამბობ; ამ პერიოდში ჩემი თვალით ვნახე ცრუ მოწმეპოლიციელები, რომელიც წინათ მარტო ტელევიზიით მენახა და მათ საცოდაობაში დავრწმუნდი; გავიცანი და დავმეგობრდი საქართველოს პატრიოტ მოქალაქეებთან, რომლებიც ვერ გატეხა მოღალატე რეჟიმმა; დავრწმუნდი, რომ ეს პროტესტი არ ჩაქრება. თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოყვარე ქართველი ხალხი არ დანებდება და აუცილებლად გაიმარჯვებს; ჩემდა უნებურად აღმოვაჩინე, რა ტიპის პროკურორი იძიებს ჩემს საქმეს და ყველაფერი ნათელი გახდა. აქაც მადლობა ნოდარ მელაძეს. ჩემს მაგალითზე გეტყვით, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ვაკეთებდი იმას, რაც იმ მომენტში სჭირდებოდა ჩემს სამშობლოს: სახელოვნებო კარიერას, ქველმოქმედებას, ტაძრის მშენებლობასა და პოლიტიკასაც კი. უკვე 2016 წლის არჩევნებზე შევქმენი პარტია და ვეცადე, ქართველი ხალხისთვის მემცნო და ამეხსნა, რა დიდი საშიშროება მოდიოდა „ქართული ოცნების“ სახით. სამწუხაროდ, ეს ბოლო კარგად ვერ შევძელი. რეზულტატიც სახეზეა, რა ტემპით დეგრადირებს ჩვენი ქვეყანა.

რაც შეეხება დღევანდელობას – ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან – ციხეში. ორივე ბრძოლის ფრონტია ამ მოღალატეების წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, ცნობადი სახეები, როგორც არ უნდა შეძლებულად ვცხოვრობდეთ, უნდა ვიყოთ წინა პლანზე და მაგალითი სამშობლოს დაცვისთვის ბრძოლაში. ნათელი უნდა გავხადოთ ხალხის სურვილი, ხოლო პოლიტიკოსებმა უნდა აღასრულონ ხალხის ნება. ბატონო მოსამართლე, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ორმა „დიდად პატივცემულმა“ პროკურორმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის სახით ხელის მოსაწერად მოგართვათ ჩემი ნეკროლოგი. ისინი დარწმუნებული არიან, რომ საფრთხე ვარ მათი კარგად აწყობილი ცხოვრებისთვის და იციან, რომ თქვენც ასე ფიქრობთ. იცოდეთ და დაიმახსოვრეთ, მე რა მომივა, იმას მნიშვნელობა არ აქვს. საქართველო არასდროს დანებდება და თქვენ, ყველანი აუცილებლად აგებთ პასუხს ხალხის წინაშე. ხალხი ბრძენია და პატრიოტი. ის სახელმწიფო მოღალატეების ბრბო, რომელიც დღეს მოაჯდა ხელისუფლებას, როგორც საშინელი სიზმარი, მალე გაქრება და მთელ საქართველოში გამოიდარებს“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დრო მოვა, არ შემრცხვება, ჩვენს გმირებს – მაყაშვილს, ანწუხელიძეს თვალებში ჩავხედო… მე მართალი ვარ ჩემი შვილების და მომავლის წინაშე” – ირაკლი ნადირაძე
  • პროკურატურა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს
  • თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია – 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge