ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“აბა, როდის უნდა გადავცეთ სააკაშვილი ეგზომ დამთბარ უკრებს?
მოკლედ, გავდივართ რთულ და მძიმე პროცესს,როდესაც ყველა ქვეწარმავალი გამოძვრა…
საზოგადოებაში დაგროვდა პასუხგაუცემელი კითხვები.
უკრაინასთან “ვას-ვასი” ისე,რომ ბოდიშსაც არ ვახდევინებთ არც დასანქცირებულ პრემიერზე და არც ადეიშვილის აღზევებაზე,
არც დიპლომატიური სკანდალების კასკადზე და არც მათ მიერ არაერთგზის დაკნინებულ საქართველოზე
რა შეიძლება ამას მოყვეს?
ცხადია სააკაშვილის,როგორც უკრაინის მოქალაქის გადაცემა.
აი აქ კი დაიწყება ახალი შაპიტო.
ადეიშვილს დიდი ხანია გეგმა გამზადებული აქვს.
გამოსავალი?
ვიტყოდი,რომ ვადამდელი არჩევნები, ცხადია სამომავლო კოალიციური მთავრობის შესაქმნელად.
ეს დღეები განსაკუთრებულად რთული და დაძაბული იქნება.
ახალი პატრიარქის არჩევნებიც ამ დიდი პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილია.
თან ეს ყველაფერი ივანიშვილისთვის მორიგი სანქციების მოთხოვნის ფონზე.
ვფიქრობ უპრიანი იქნებოდა ზუსტად ახლა, 2012-იანელების გვერდზე დაყენება და მეორე სუნთქვის გახსნა.
ვნახოთ… პროცესი უდაოდ საინტერესოა…” – წერს მოროშკინა.
