Thursday, May 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორების მიმართ ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს

May 7, 2026
პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორების მიმართ ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს

თავად ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ ისინი არიან აქციის ორგანიზატორები, ამის არაერთი უტყუარი მტკიცებულებაა, მათ დააანონსეს და დააორგანიზეს ის ჯგუფური ძალადობრივი ქმედებები, რომელიც ორგანიზებულად ხდებოდა, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების საქმის პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

„დღეს ფაქტობრივად სრულდება ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირთა სასამართლო პროცესები. ბრალდების მხარე მოისმენს დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას და ბრალდებულები, სავარაუდოდ, ისარგებლებენ საბოლოო სიტყვებით. რაც შეეხება განაჩენს და ჩვენს მოლოდინებს, ბრალდების მხარეს იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც სასამართლოში გამოვიკვლიეთ, მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

საზოგადოებას უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდა ინფორმაცია, თუ რა მტკიცებულებები ჰქონდა ბრალდების მხარეს მოპოვებული. არაერთი ვიდეოჩანაწერი იქნა ლაივრეჟიმში ნანახი თუ როგორ ხდებოდა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ასევე, როგორ დაზიანდა ადგილზე ინვენტარი, ასევე, სასამართლოში დაიკითხნენ პირები, რომლებმაც უშუალოდ ფიზიკური დაზიანებები მიიღეს, ამდენად, ბრალდებამ ურთიერთშეთავსებადი მტკიცებულებები გამოიკვლია, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენისთვის სტანდარტს ქმნის.

თავად ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ ისინი არიან აქციის ორგანიზატორები, ამის არაერთი უტყუარი მტკიცებულებაა, მათ დააანონსეს და დააორგანიზეს ის ჯგუფური ძალადობრივი ქმედებები, რომელიც ორგანიზებულად ხდებოდა. ყველა მათი საუბარი, მათი მოწოდება 4 ოქტომბერსაც და 4 ოქტომბრამდეც, საჯარო იყო, ამას არც თავად უარყოფენ. ნუ ახლა კი აღმოჩნდა საბოლოო ჯამში, რომ ამბობენ, პერფორმანსისთვის იყვნენ შეკრებილები და ეს არ იყო მათი ორგანიზებული ქმედება, თუმცა მტკიცებულებები სხვას ადასტურებს“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის მოქალაქეებზე 2025 წელს 620 000-ზე მეტი ვიზა გასცეს, რაც 2024 წელთან შედარებით 10.2 პროცენტით მეტია
  • ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ცალკე წარმოებად მიმდინარე ეპიზოდზე ბრალდებულ მამუკა ბაღდავაძეს 7 წლით, გიორგი კაჭკაჭაშვილს კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • “რუსეთის მითითებით და ივანიშვილის დაფინანსებით გაკეთებული გვერდის, “მიხეილ უკრაინოლოგის” უფროსი გიორგი უძილაურია” – მიხეილ სააკაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge