Thursday, May 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რისთვის ემზადება მეუფე შიო…გადაწყვეტილია, რომ ეკლესიიდან განკვეთონ მეუფე პეტრე და მეუფე ზენონი…მეუფე გრიგოლი უნდა „დაისაჯოს“…მეუფე იობის წინააღმდეგ „მორალურ-ზნეობრივი“ სკანდალის აგორებას აპირებენ…” – თეოლოგი გოჩა მირცხულავა

May 7, 2026
“რისთვის ემზადება მეუფე შიო…გადაწყვეტილია, რომ ეკლესიიდან განკვეთონ მეუფე პეტრე და მეუფე ზენონი…მეუფე გრიგოლი უნდა „დაისაჯოს“…მეუფე იობის წინააღმდეგ „მორალურ-ზნეობრივი“ სკანდალის აგორებას აპირებენ…” – თეოლოგი გოჩა მირცხულავა

თეოლოგი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“რისთვის ემზადება მეუფე შიო – „ეპისკოპოსების საქმე“ სტალინის სტილში…
ინფორმაცია, რომელიც მეუფე შიოსა და მისი გუნდის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მივიღე, იმდენად შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რომ სიმართლე გითხრათ, მის გასააზრებლად დრო დამჭირდა. ამის მიუხედავად, შევეცადე ეს ინფორმაცია სხვა სანდო წყაროებთანაც გადამემოწმებინა და როდესაც იგივე დამიდასტურეს – შევშფოთდი.
თავს ნურავინ გაისულელებს, თითქოს პატრიარქის არჩევა ან ეკლესიაში მიმდინარე პროცესები მხოლოდ ერთი ინსტიტუციის შიდა საქმე იყოს და, როგორც გვიკიჟინებენ, მასში არავინ უნდა ჩაერიოს. არა – ეკლესიაში მიმდინარე პროცესები და ახალი პატრიარქის არჩევა ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.
ახლა სწორედ ის მომენტია, როდესაც ის, რასაც დავწერ, უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, არამედ მღვდელმთავრებისა და ზოგადად ჩვენი ეკლესიის შემდგომი განვითარებისთვის.
მნიშვნელოვანია ერთი მომენტიც, რომ თავად მეუფის გარემოცვაში შეიმჩნევა გარკვეული შეშფოთება – ყველაზე მატად რა ფრაზაც ისმის, არის – „ასეც არ გვეგონა“.
რამდენად სარწმუნოა წყარო რომელსაც ვეყრდნობი? ძალიან. ერთ-ერთი გახლავთ სწორედ ის პერსონა, რომელმაც ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში, მომაწოდა ინფორმაცია მეუფე შიოს მოსაყდრედ გამორჩევასთან დაკავშირებით, რაც 2017 წლის სექტემბრის ბოლოს დავწერე და გამოვაქვეყნე კიდეც და 23 ნოემბერს, რომ პატრიარქმა თავისი ბრძანება გაგვაცნო ყველას გახსოვთ.
სხვა ორი პერსონა, რომლებმაც იგივე დამიდასტურეს, მეუფის უახლოესი გარემოცვის წევრები არიან.
მოკლედ, ის, რასაც მეუფე შიო და მისი გუნდი გეგმავენ, შესაძლოა, „დიდ საეკლესიო ტერორად“ შეფასდეს.
სტალინის ეპოქაში რომ ვცხოვრობდეთ, ამას „ეპისკოპოსების საქმე“ დაერქმეოდა – „მეგრელთა საქმის“ დარად. მით უმეტეს, რომ ტექნოლოგია, რომლითაც ეს ტერორი უნდა განხორციელდეს, ზუსტად სტალინური რეჟიმის ხელწერაა. ვგულისხმობ იმას, რომ პროცესებში ჩართული იქნებიან პირები, რომლებიც სხვებს განაჩენს გამოუტანენ, შემდეგ კი თავადაც სხვების სამსჯავროზე აღმოჩნდებიან. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოოდ არ დასრულდება „ეპისკოპოსების საქმე“ – დიდი ტერორი ქართულ ეკლესიაში.
გარკვეული გარემოებებისა და ადამიანების უსაფრთხოების გამო, იძულებული ვარ, ცალკეული დეტალები გამოვტოვო. არ ვისაუბრებ მოვლენების განვითარების შესაძლო ვადებსა და ტაქტიკაზე. მხოლოდ მშრალად გადმოვცემ, სინოდის რომელ წევრს რას უპირებენ მეუფე შიო და მისი გუნდი.
უკვე გადაწყვეტილია ევროპასა და ამერიკაში არსებული ეპარქიების გაუქმება. აქ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე აბრაამ გარმელიაა, რომელიც პენსიაზე უნდა გაუშვან. (ქვემოთ დავწერ, რას უპირებენ მეუფე საბასა და მეუფე დოსითეოსს.)
ასევე პენსიაზე უნდა გაუშვან მეუფე ანანია, გიორგი შალაბერიძე და მეუფე ზოსიმე, რომელიც უკვე 75 წლისაა. ორ წელიწადში იგივე ბედი ელოდება მეუფე ექვთიმეს, ხოლო ოთხ წელიწადში – მეუფე დანიელს.
მეუფე იოანე გამრეკელსაც მოუწევს პენსიაზე გასვლა და მის ადგილს მეუფე საბა გიგიბერია დაიკავებს.
უკვე გადაწყვეტილია, რომ ეკლესიიდან განკვეთონ მეუფე პეტრე და მეუფე ზენონი.
მეუფე გრიგოლი უნდა „დაისაჯოს“ და ფოთიდან დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიაში გადაიყვანონ.
ფოთში, გაუქმებული ეპარქიებიდან, განიხილება მეუფე დოსითეოსის ან მეუფე საბას კანდიდატურა.
მელქისედეკ ხაჩიძის წინააღმდეგ მრევლის ამხედრებას გეგმავენ, რის შემდეგაც მას მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიაში გადაიყვანენ, ხოლო მარგვეთისა და უბისის ეპარქიას მეუფე საბასა და მეუფე დოსითეოსიდან ერთ-ერთს ჩააბარებენ.
მეუფე ვახტანგს ეპარქიას ჰპირდებიან, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ არის – რომელს.
განსაკუთრებული მზაკვრობა იგეგმება მეუფე იობის წინააღმდეგ. მისი ეპარქიის მონასტრებში „მორალურ-ზნეობრივი“ სკანდალის აგორებას აპირებენ – შესაბამისი კომისიის შექმნითა და საბოლოოდ მეუფის დისკრედიტაციის მიზნით.
„ზნეობის კომისიის“ მსჯელობის საგანი უნდა გახდეს მეუფე გიორგი ჯამდელიანის საქმეც.
მეუფე იაკობის „ჭკუაზე მოსაყვანად“ (წყაროს სიტყვებით) უნდა დაიწყოს ფინანსური საკითხების შესწავლა და მისი მაქსიმალური შევიწროება.
დაგეგმილია მეუფე ნიკოლოზის საკითხის შესწავლაც და „საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია მის არჩევანზე“ – როგორც წყარო ამბობს.
„შავი დღე“ ელოდება პროტოპრესვიტერ ზვიადაძეს – მის ადგილს ანდრია ჯაღმაიძე დაიკავებს.
საგარეო საკითხებს ჩამოაშორებენ მეუფე გერასიმეს.
დაგეგმილია საპატრიარქოდან პატრიარქთან დაახლოებული მონაზვნების გაშვებაც.
ასევე, თბილისში რამდენიმე მონასტრის გაუქმება იგეგმება – „მეუფე შიო მიიჩნევს, რომ თბილისი სამონასტრო ცხოვრების ადგილი არ არის“.
გადაწყვეტილია, რომ ყველა ეპისკოპოსმა ეპარქიებში არსებული მათი ქონება ეკლესიას გადასცეს. აქ ერთ-ერთი გამორჩეული სამიზნე მეუფე იოსები (კიკვაძე) არის. როგორც ამიხსნეს, მისი ვენახებით ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის საერო პირია დაინტერესებული.
ამ კონტექსტში მთავრობასთან შეთანხმებულია, რომ გარკვეული ქონება ეკლესიამ „ვერ მოვლის“ მიზეზით საქართველოს მთავრობას გადასცეს, რის შემდეგაც ის აუქციონის წესით გაიყიდება ან სხვა ფორმით გასხვისდება.
ამ კოშმარში – „ეპისკოპოსების საქმეში“ – მაღალი იერარქების თემის მიღმაა მღვდელ-მონაზვნების ქეისიც, ასზე მეტი პერსონით. „სხვა ხურდაში ვინ მოჰყვება, ამაზე ფიქრიც კი რთულია.“
რამდენიმე საკითხს გამოვტოვებ, არა იმიტომ რომ უმნიშვნელოა, არამედ ამ ეტაპზე ასეა საჭირო.
სათქმელი კიდევ ბევრია, თუმცა ყველაფრის არსი ერთამდე დადის – საპატრიარქო და ეკლესია ხდება იმაზე მეტად ჩაკეტილი ორგანიზაცია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ფრაზა, რომელიც მოვისმინე – „პირველი ეტაპის სათნოებას, რის დემოსტრირებასაც მოსაყდრე შეეცდება, ძმრად ამოადენს მისთვის არასასურველ პირებს.“
ვნახოთ, რა და როგორ მოხდება. ერთი შეხედვით, ყველა საკუთარ ბედს თავად განაგებს, თუმცა ვიმეორებ – ეს ყველაფერი არა პერსონალური არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და ყველა ვალდებულია ამ კონტექსტში შეხედოს პროცესს.
ნურავინ იიმედებს თავს რომ მათ პატიოსანი სიტყვა მისცეს. პროცესსზე ცალკეულ მინიშნებებს ვაკეთებდი ბოლო პერიოდში, როცა ვამბობდი, რომ საკუთარ მომხრეებსაც გაპარსავს. ეს დრო ს წორედ ინფორმაციის გადამომწებას და სხვა წყაროსგან დასასტურებას მოვანდომე.
ახლა რას დაგიდასტურებთ და რას უარყოს „ვიღაც“ ჩემთვის ნაკლებად საიტერესოა. მე ახლა მხოლოდ ისღა დამრჩენია, შორიდან ვუყურო მოვლენების განვითარებას და დავტკბე იმით, როგორ „შეჭამს“ მეუფე შიო მღვდლებს, მონაზვნებს, ეპისკოპოსებს და განსაკუთრებით – პროტოპრესვიტერს…
ჩემგან ამ ყველაფერს მხოლოდ ერთს დავუმატებ: თუ შიო პატრიარქი არ გახდა, ერთ კონკრეტულ პერსონას ქართველი ხალხი (!) ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებას მიანიჭებს. ვის? ჯერ ვნახოთ რა და როგორ…” – წერს გოჩა მირცხულავა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი არ ყოფილა, ნუ დახატავთ, რომ მისი მარჯვენა ხელი იყო” – გია ვოლსკი გიორგი უძილაურზე
  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურ ინსპექციას დავით არჩვაძე უხელმძღვანელებს
  • ვრცელდება Trump Tower-ის რენდერის ფოტო, რომლის აშენებასაც თბილისში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მიმდებარედ გეგმავენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge