ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში, 15 წლის გოგო 16-სართულიანი შენობიდან გადმოვარდა.
„ბავშვთა უფლებების“ დამცველის, მაკტინა ჯინჯოლიას ინფორმაციით, „რაიონის პროკურატურამ“ მომხდარზე მოკვლევა დაიწყო და მიმდინარეობს გარემოებების დადგენა.
მისივე თქმით, გარდაცვლილი სკოლა-ინტერნატის მოსწავლე იყო და მანამდე სუიციდური ქცევის ნიშნები არ დაფიქსირებულა.
„გოგონა იყო მოწესრიგებული და წარმატებული, კარგად სწავლობდა, იყო კალათბურთელი და შეჯიბრებისთვის ემზადებოდა. ის იზრდებოდა მოსიყვარულე ოჯახში, სადაც ორი შვილი ჰყავთ“, – აღნიშნა ჯინჯოლიამ.
მისივე ცნობით, შემთხვევის დღეს მოზარდი სკოლაში იმყოფებოდა, გაკვეთილების შემდეგ დაესწრო კონცერტს და შემდეგ სახლში უნდა დაბრუნებულიყო.
