Wednesday, May 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ქართული ბიზნესი ემზადება ფეისბუკის დახურვისთვის…”- ბლოგერი დავით ჩუთლაშვილის სკანდალური განცხადება

May 6, 2026
“ქართული ბიზნესი ემზადება ფეისბუკის დახურვისთვის…”- ბლოგერი დავით ჩუთლაშვილის სკანდალური განცხადება

ბლოგერი, დავით ჩუთლაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“საქართველოში ინტერნეტი ფაქტიურად უკვე არის დახურული. ესაა რეალური მოცემულობა. აუცილებლად დადგება ჟამი, როცა ჩვენთან ფეისბუკი, ინსტაგრამი და სხვა სოციალური ქსელები ზუსტად ისევე აიკრძალება, როგორც ეს რუსეთში ხდება. და ეს იქნება უბრალოდ დღევანდელი ფაქტობრივი აკრძალვის ოფიციალური გაფორმება და გაგრძელება.
იცით, რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს? ის, რომ ქართული ბიზნესი (რომლის უდიდესი ნაწილი რუსულ რეჟიმთან არის დაახლოებული) და სამთავრობო არხები უკვე ფაქტობრივად აღარ სარგებლობენ ფეისბუკ რეკლამებით; ისინი აღარ ცდილობენ, გაზარდონ ფეისბუკ-აუდიტორია, ააშენონ ფანკლუბები და ა.შ. ისინი ემზადებიან ფეისბუკის დახურვისთვის.
ამაზე მიუთითებს მარტივი არითმეტიკა: ქართულ ფეისბუკზე რეკლამა არის დაახლოებით 25-ჯერ უფრო იაფი, ვიდრე მაგალითად, საბერძნეთში. ანუ, შეგიძლია დადო ქართულ ენაზე პოსტი, რომელსაც მილიონი მკითხველი ეყოლება ან ვიდეო, რომელსაც ორი მილიონი მაყურებელი ეყოლება, მაგრამ მას პრაქტიკულად არ ექნება არანაირი მონეტიზაცია.
რუსული რეჟიმი ფეისბუკს ვერ აკონტროლებს და შესაბამისად, არც რეკლამას ყიდულობს აქ. რაღაც ცენტებს ხარჯავენ მხოლოდ. არადა, ესაა უზარმაზარი აუდიტორია. საქართველოში მოსახლეობის 80%-ზე მეტს აქვს ფეისბუკი.
ამიტომ, როცა ქართველი ბლოგერი და კონტენტ კრეატორი ხარ, ბოლოს მოგბეზრდება ცენტებზე (ანუ პრაქტიკულად უფასოდ) მუშაობა, ხელს ჩაიქნევ და გაჩუმდები.
სწორედ ამის წინააღმდეგ არის მიმართული თითოეული ის ლარი, რომელსაც თქვენ რიცხავთ და სწორედ ამიტომ არიან გაგიჟებულები და გაცოფებულები რეჟიმის მსახურები და ამიტომ მიწერენ კომენტარებში, რომ “მათხოვარი” ვარ, რადგან დაფინანსებას ვითხოვ.
ამ დამპალი რუსული რეჟიმისთვის ინტერნეტის პირდაპირ გამორთვა უდიდესი რისკი იქნება (შეიძლება, ეს 3,6 მილიონი ადამიანი უცებ უბრალოდ ქუჩაში გავიდეს და ევრომაიდანი დაიწყოს), ამიტომ რეჟიმი ჩუმად და ვერაგულად ფინანსებისგან “ასუფთავებს” ქართულ ინტერნეტს.
ყველა ქართველ ბლოგერს და კონტენტ კრეატორს არ შეუძლია, ჩემსავით გაუძლოს ამხელა ბულინგს და ამდენ შეურაცხყოფას ყოველდღიურად. ამიტომ ბევრი გაჩუმდება. ბევრი ვერ იტყვის, რომ დონაციები სჭირდება და უბრალოდ ჩუმად წავა ამ სივრციდან. ქვეყნიდანაც წავა. და დარჩება ცარიელი ინტერნეტი, რომელიც მთლიანად რეჟიმის ტროლებით და უცხოური კონტენტით არის სავსე.
ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაიღოთ დონაციები ჩემი გვერდის დასახმარებლად, რათა დაუნდობლად ვამხილო ეს რუსული ჭირი, რომელსაც ცინიკურად “ქართული ოცნება” ეწოდება, დაუნდობლად ვამხილო საბჭოთა წარსული, რომლის რომანტიზებასაც რუსული ჰიბრიდული ომის მანქანა ცდილობს და თვალი ავუხილო ასეულ ათასობით ჩვენს გარინდებულ და აპათიაში ჩაძირულ თანამემამულეს. GE44TB7801245061100092 — ესაა ჩემი TBC ანგარიში.
კიდევ ერთხელ, უდიდეს მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. ვერ წარმოიდგენთ, თუ რა მაგარ საქმეს აკეთებთ.
P. S. ქართველ ბლოგერებს, იუთუბერებს და კონტენტ კრეატორებს კი მინდა, მოგიწოდოთ: უფრო აქტიურად ითხოვეთ შემოწირულობები თქვენი აუდიტორიისგან. ეს არანაირად არ არის სამარცხვინო! მსოფლიოს უდიდესი გამოცემები და ძალიან პოპულარული ადამიანები მიმართავენ ამ ხერხს, როცა არ სურთ, რომ მათ სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ჩაერიოს. რუსულ რეჟიმს ფინანსურ ბლოკადაში ჰყავხართ მოქცეულები. გაარღვიეთ ეს ბლოკადა”- წერს ბლოგერი. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გაზის მიწოდება 12 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები
  • „ვირუსს აქვს ორი განსხვავებული ფორმა”- ივანე ჩხაიძე მოსახლეობას აფრთხილებს
  • წყალი 14 საათით შეწყდება – იხილეთ მისამართები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge