Wednesday, May 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

May 6, 2026
“სასწორზე შემდეგი არჩევნები დევს – საქართველო თავის ბედს სწორედ მაშინ გადაწყვეტს”– სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, ქართული ეკლესია დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა Facebook live-ში ისაუბრა, სადაც მოქალაქეების კითხვებს პასუხობს.

მისი თქმით, თითოეული მეუფე, რომელიც სინოდის მონაწილეა საქართველოს მომავლის წინაშე იღებს პასუხისმგებლობას.

სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ დღევანდელ ეკლესიაში ბევრად უფრო დიდი გამბედაობა სუფევს – “გაჩუმებული აღარავინ აღარ იქნება, დამალული არაფერი აღარ იქნება. ანუ ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ვინ ვის და რას დაუჭერს მხარს, ეს ყველაფერი გვეცოდინება და ეს პასუხისმგებლობა იქნება საუკუნოვანი”.

უნდა ითქვას, რომ საქართველოს ეკლესია დღეს დგას თავისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე. ამდენი ხანი, მის შემდეგ, რაც საქართველო გამოვიდა საბჭოთა კავშირიდან, პატრიარქი და პატრიარქმა შეძლო, ეს მისი უდიდესი დამსახურება არის, რომ დაეყენებინა ფეხზე საქართველოს ეკლესია, გაეცოცხლებინა საქართველოს ეკლესია, გაეცოცხლებინა მრევლი და შეენარჩუნებინა მისი იდენტობა საქართველოს ეკლესიისთვის ამ ძალიან რთულ პერიოდში, რომელმაც გამოგვიყვანა საბჭოთა წყობიდან თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოში. 

დღეს არის არანაკლები გამოწვევა და ეს გამოწვევა არის ყველასთვის. პატრიარქმა იზიდა ყველაზე დიდი ეს გამოწვევა თავის დროს, თვითონ იყო ამ ყველაფრის შემქმნელი და დღეს უკვე ეს არის გადანაწილებული ყველაზე და ყველა იღებს კერძოდ და ინდივიდუალურად, თითო მეუფე, რომელიც სინოდის მონაწილეა, იღებს პასუხისმგებლობას ჩვენი მომავლის წინაშე. 

ის, რაც იქნება გადაწყვეტილი ამ სინოდის მიერ, იქნება უშუალოდ ჩვენი ეკლესიის მომავალი, ჩვენი ეკლესიის გაცოცხლება კიდევ ერთხელ, თუ ჩვენი ეკლესიის გარუსება. ეს არჩევანი, რაც არის მისია საქართველოს ეკლესიის მთელი საუკუნეების მანძილზე, რომ იყოს დამცველი, მაგრამ იყოს ასევე ის, რომელიც უხსნიდა გზას დამოუკიდებლობას ძალიან ბევრ მომენტში, რომელიც უხსნიდა გზას ქვეყნის გაერთიანებას, გაერთიანება იყო სწორედ დამოკიდებული იმაზე, თუ სად იყო ქართული ეკლესია, სად წირავდნენ ქართულად . დღეს იგივე სიტუაციაა, დღეს დამოუკიდებლობა არის საფრთხის ქვეშ, პრაქტიკულად სახელმწიფო აღარ იცავს დამოუკიდებლობას, სახელმწიფო “ოცნების” ხელში უკვე არის დამთმობ რეჟიმში რუსეთის მიმართ. 

ახლა კითხვა დგას – ეკლესია დაგვიცავს, ეკლესია დაიცავს დამოუკიდებლობას, ეკლესია იქნება თავის სიმაღლეზე, თუ არ იქნება?

ბევრად უფრო გამბედაობა სუფევს ეკლესიაში, გაჩუმებული აღარავინ აღარ იქნება, დამალული არაფერი აღარ იქნება. ანუ ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ვინ ვის და რას დაუჭერს მხარს, ეს ყველაფერი გვეცოდინება და ეს პასუხისმგებლობა იქნება საუკუნოვანი. ამიტომ თავისი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაითვალისწინოს, შეიგნოს და მიიღოს თავისუფლად გადაწყვეტილება. 

აქ ვიღაცების, ვიღაც ბიზნესმენის, რომლის სახელს არ ვახსენებ იმიტომ, რომ საჭიროც არ არის, რომელიც ხელისუფლების სახელით მიდის და ვიღაცებს ფულს სთავაზობს, რაღაც ზეგავლენები, რაც კომპრომატები, რომლებიც შეიძლება არსებობდეს იმ კრეფსების საფუძველზე, ეს ყველაფერი არავის გამართლება არ იქნება, ყველას აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ღვთის და ერის წინაშე. ასე, რომ ყველა გიყურებთ და გელოდებით,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გასაკვირი არ არის, რომ რუსეთი საქართველოს ეკლესიის საქმეებში ჩარევას ცდილობდეს, გასაკვირია, რომ დღეს კიდევ შეიძლება არსებობდნენ ეკლესიაში ადამიანები, რომლებიც მზად არიან რუსეთს ემსახურონ და არა საკუთარ ქვეყანას, მრევლს და მოქალაქეებს.

რატომ უნდათ საქართველოს წაყვანა რუსეთისკენ, რატომ უნდოდა რუსეთს მუდამ საქართველოს დამონება და იმპერიალისტური ქვეყნის ეს მიზანი არის შეუცვლელი დღემდე, რუსეთი ვერ ცნობს ვერცერთ საზღვარს, მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი მისია და ეკლესია არის, იყო მისთვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, ეს მე-19 საუკუნიდან ვიცით, როგორ ექცეოდნენ ქართულ ეკლესიას, როგორ აიკრძალა ქართულად წირვა, სწორედ იმისთვის, რომ ეკლესია ყოფილიყო გარუსების ერთ-ერთი ინსტრუმენტი და არა საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვის ინსტრუმენტი, როგორც იყო ყოველთვის ჩვენ ისტორიაში. ასე, რომ არაფერი არ იცვლება და რუსეთი რომ ამას ცდილობს გასაკვირი არ არის. 

გასაკვირია, რომ დღეს შეიძლება არსებობდეს ჩვენ ეკლესიაში ადამიანები, რომლებიც მზად არიან, რომ მათ [რუსეთს] ემსახურონ და არა საკუთარ ქვეყანას, მრევლს და მოქალაქეებს,” – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • განაჩენი ჯანგველაძის საქმეზე – სასამართლოს დეტალები
  • ილია თოფურია და ალექს პერეირა ვაშინგტონში ტრამპთან შესახვედრად მიდიან
  • რა პასუხი გასცეს საპატრიარქოსთან შეკრებილ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge