საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა მკვეთრად გამოხატული პრევენციული ხასიათისაა.
როგორც მან აღნიშნა, განსაკუთრებული ინფლაციური წნეხი მომდინარეობს მსოფლიო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბაზრიდან.
ცნობისთვის, დღეს სებ-ის მონეტალური პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს.
ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ცნობით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება.
ორგანიზაციის ცნობითვე, 252 029 ხელშეკრულებიდან, რაოდენობრივად უმეტესი ნაწილი იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებია (80%). 19% მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხებია და დიდ ბიზნესზე ხელშეკრულებების 1%-ია გაფორმებული.
