აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის პირისპირ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ფიქრი ჯერ ძალიან ნაადრევია.
New York Post-ის კითხვაზე, უნდა მოემზადოს თუ არა გამოცემა რეპორტიორის პაკისტანში, მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის გასაგზავნად, პრეზიდენტმა უპასუხა: „ასე არ ვფიქრობ. ვფიქრობ, ამას გავაკეთებთ – თუმცა ძალიან შორსაა, ძალიან“.
მანამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი დათანხმდება შეთანხმების პირობებს, ლეგენდარული „ეპიკური მრისხანება“ დასრულდება და მაღალეფექტური ბლოკადის საშუალებით ჰორმუზის სრუტე ყველასთვის ღია იქნება, მათ შორის ირანისთვის. ამასთან, მისი თქმით, თუ ირანი შეთანხმების პირობებს არ მიიღებს, მაშინ დაბომბვა განახლდება.
