Wednesday, May 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

 დღევანდელ პროცესზე მართლმსაჯულება დამარცხდა – ძმებ მიქაძეების ადვოკატი

May 6, 2026
 დღევანდელ პროცესზე მართლმსაჯულება დამარცხდა – ძმებ მიქაძეების ადვოკატი

ბრძოლა გაგრძელდება ქვეყნის შიგნით შემდგომ ორ ინსტანციაში და საქმე აუცილებლად წავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში – ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების, გიორგი და დავით მიქაძეების ადვოკატმა, შორენა ნიქაბაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, საქმეში მტკიცებულებად წარმოდგენილი იყო ერთადერთი პატაკი, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდა, რაც ადვოკატის განცხადებით,  არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებებს.

“ეს არის პრეცედენტი, როდესაც შეკვეთით, ანგარებით მკვლელობის ორგანიზებას პროკურატურამ საფუძვლად დაუდო პატაკი, რაც სასამართლომ საკმარის მტკიცებულებად მიიჩნია. ეს არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებებს. ბუნებრივია, ბრძოლა გაგრძელდება ქვეყნის შიგნით შემდგომ ორ ინსტანციაში და საქმე აუცილებლად წავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. პატაკის საფუძველზეა გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, მტკიცებულებების გარეშე, რაც თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან…

პატაკში ნახსენები ირაკლი უსოიანი, თუკი გამოძიებისთვის რაიმე ფორმით საინტერესო ფიგურა იყო და ის რაიმე ფორმით ამ დანაშაულში მონაწილეობდა, ის ამავე საქმეზე მინიმუმ გამოკითხული უნდა ყოფილიყო, თუმცა როგორც ბოლოს წინა პროცესზე აღმოჩნდა, ის მთელი ამ ამბის მთავარ შემოქმედად დასახელდა, თუმცა დასახელების დონეზე დარჩა “,- განაცხადა შორენა ნიქაბაძემ.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები – დავით და გიორგი მიქაძეები, ასევეგიორგი ჯოხაძე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დამნაშავედ ცნო.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 4 ოქტომბრის საქმეზე პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ ოთხი პირის მიმართ განაჩენი შესაძლოა, 7 მაისს გამოცხადდეს
  • “ჯერ სად ხართ. ყველა ერთად ამოვლპებით ივანიშვილის ჭაობში” – რას წერს ნინო ჯანგირაშვილი
  • ქართველი მეკარე პაპუნა ბერუაშვილი ევროპული კლუბების ყურადღებას იპყრობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge