Wednesday, May 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დაახლოებით 1 კვირაში საქართველოს ეყოლება ღვთის მადლით ახალი კათოლიკოს-პატრიარქი… უნდა აღსრულდეს ნება ღვთისა” – მიტროპოლიტი საბა

May 6, 2026
“დაახლოებით 1 კვირაში საქართველოს ეყოლება ღვთის მადლით ახალი კათოლიკოს-პატრიარქი… უნდა აღსრულდეს ნება ღვთისა” – მიტროპოლიტი საბა

“ძალიან მალე, დაახლოებით 1 კვირაში, მაქსიმუმ, ალბათ, 10 დღეში, მაგრამ უკვე 1 კვირაში საქართველოს ეყოლება ღვთის მადლით ახალი კათოლიკოს-პატრიარქი” – თქვა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გოგიბერიამ) ქადაგებისას

“ძალიან მალე, დაახლოებით 1 კვირაში, მაქსიმუმ, ალბათ, 10 დღეში, მაგრამ უკვე 1 კვირაში საქართველოს ეყოლება ღვთის მადლით ახალი კათოლიკოს-პატრიარქი. ძალიან მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, უპირობოდ, ვინ როგორც არ უნდა ჩათვალოს ჩემი ნათქვამი, უნდა აღსრულდეს ნება ღვთისა. და თითოეული ჩვენგანი ამისთვის უნდა იღწვოდეს, ამისთვის უნდა ლოცულობდეს. ჩვენ ადამიანები ვართ და გვაქვს რაღაც სუბიექტური დამოკიდებულებები, ერთმანეთის მიმართ და რაღაც მოვლენების მიმართ, თუმცა ხანდახან ამ სუბიექტურს უნდა მოვერიოთ, უნდა მასზე მაღლა დავდგეთ, როდესაც საქმე ეხება ღვთის ნებას. და იმედი მაქვს, რომ ღვთის ნება აღსრულდება.
მე ეს ნება რომ განვავრცო, შეიძლება ვინმესაც მოეჩვენოს, რომ სუბიექტური ვარ, მაგრამ აქ დავასრულებ ამ მოვლენების შეფასებას, თუმცა, ვგრძნობ და ვიცი, ჩემი გადასახედიდან, ჩემი შესაძლებლობებიდან, თუ რა ელოდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ეკლესიას – ერთი არის ცხადი და ერთი არის საჭირო და აუცილებელი, ის, რაც თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე ჩვენმა პატრიარქმა, პატრიარქობაში იღვაწა, იშრომა და გააკეთა ჩვენთვის, აი ეს მონაპოვარი არა მარტო მომავალმა პატრიარქმა უნდა გააგრძლოს, არამედ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააგრძელოს, ჩვენს თავში, საზოგადოებრივ მოღვაწეობაში, ერთმანეთთან დამოკიდებულებაში, იმიტომ რომ ყოველი დღე სამყაროსთვის უფრო მძიმე, დატვირთული, განსაცდელებით სავსეა და ეს უკან არ დაბრუნდება.
ეს ასევე გაგრძელდება და კიდევ უფრო მძიმე იქნება კაცობრიობის ცხოვრება და ჩვენ განსაკუთრებული მონაცემები გვაქვს, თუ სამზადისი, თუ მოცემულობა იმისთვის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ისეთი, როგორიც არ მოგვწონს დღევანდელ სამყაროში. მე დარწმუნებული ვარ, მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ ეს ყველაფერი შენარჩუნდება ჩვენში, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ეკლესიაში და ყველაფერი კარგად იქნება“ – თქვა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გოგიბერიამ).

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ავარია აღმაშენებლის ხეივანზე – რა ვითარებაა ადგილზე?
  • “დაახლოებით 1 კვირაში საქართველოს ეყოლება ღვთის მადლით ახალი კათოლიკოს-პატრიარქი… უნდა აღსრულდეს ნება ღვთისა” – მიტროპოლიტი საბა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge