ალეკო ელისაშივლის საქმის განხილვა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშორომლის გამოკითხვით გაიხსნა – ამ წუთებში სასამართლოს ჩვენებას აძლევს ლექსო კაპანაძე, ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელმაც სასამართლოს კანცელარიაში საგამოძიებო მოქმდებები ჩაატარა. სხდომას ესწრება ბრალდებული ალეკო ელისაშვილიც.
გამომძიებლის თქმით, უწყებაში შეტყობინება სასამართლოს კანცელარიის შენობაში შეღწევაზე შევიდა, ადგილზე მისულს კი ირგვლივ მიმოფანტული ნივთები დახვდა.
მოწმეს დღეს კითხვები დაუსვა ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა და ჰკითა, აიღეს თუ არა დნმ-ის ნიმუშები ადგილზე მიმოფანტული ნივთებიდან, რაზე პასუხადაც გამომძიებელმა თქვა, რომ ნივთები გადატანილ იქნა ლაბორატორიაში, სადაც ჩატარებულ იქნა კვლევა.
მოწმე: შეტყობინება იყო, რომ კანცელარიის შენობაში იყო შეღწევა. აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო სხვადასხვა ნივთები მიმოფანტული. დათვალიერდა შემთხვევის ადგილი დეტალურად, რის შემდეგაც მოხდა ჯგუფის შედგენა, გადანაწილება მოვალეობების.
ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი: მაგალითად სანთებელიდან აიღეთ თუ არა დნმ-ს ის ანალიზი?
მოწმე: ნივთები გადატანილ იქნა ლაბორატორიაში, სადაც ჩატარებულ იქნა კვლევა – დნმ-ის კვლევა იქნება ეს თუ სხვა რამე.
ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს და ბრალი “სისხლის სამართლის კოდექსის“ 323-ე მუხლით წაუყენეს, რაც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს.
2026 წლის მარტში კი, მას ბრალი მეორე ეპიზოდზე წარედგინა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ალეკო ელისაშვილმა თბილისის სასამართლოს შენობაში ცეცხლის გაჩენა 2025 წლის 4 მაისსაც სცადა.
