Wednesday, May 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს განცხადება იყო სამარცხვინო და აჩვენებს ილია მეორის მიმართ უპატივცემულობას” – არიამ ლაშხი მეუფე შიოს შესახებ მეუფე ზენონის განცხადებაზე

May 6, 2026
“ეს განცხადება იყო სამარცხვინო და აჩვენებს ილია მეორის მიმართ უპატივცემულობას” – არიამ ლაშხი მეუფე შიოს შესახებ მეუფე ზენონის განცხადებაზე

ეს განცხადება ჩემი გადმოსახედიდან იყო სამარცხვინო და ამით კიდევ უფრო მეტად გამოიხატება ილია მეორის უპატივცემულობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოს ზენონის (იარაჯული) განცხადებას, რომ მეუფე შიო მუჯირი „პატრიარქად საშიშია“.

მისივე თქმით, ეს განცხადება, ამავდროულად, არის ფარისევლობა.

„ეს განცხადება ჩემი გადმოსახედიდან იყო სამარცხვინო და ამით კიდევ უფრო მეტად გამოიხატება ილია მეორის უპატივცემულობა. თან ეს არის ფარისევლობა. როდესაც ერთი მხრივ ილია მეორეს სახელს ახსენებ, რომელსაც ცხრა წლის განმავლობაში ჰყავდა მოსაყდრედ დაყენებული მეუფე შიო, ე.ი. პატივს არ სცემ არც ილია მეორეს და შენი ქმედებები არის ფარისევლობა“, – აღნიშნა ლაშხმა.

პატრიარქის არჩევის პროცესზე საუბრისას ლაშხმა აღნიშნა, რომ არჩევნების წინ დამაზიანებელი განცხადებები, პირველ რიგში დამაზიანებელი თავად ავტორებისთვისაა და არა ეკლესიისთვის.

„ნაციონალური მოძრაობისაგან“ გვახსოვს, რომ არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფიზიკურადაც თავს ესხმოდნენ ეკლესიას. არანაირი მორალური უფლება არა აქვთ რაიმე ტიპის კომენტარი გააკეთონ, თუმცა თუ აკეთებენ, პირველ რიგში ისინი აზიანებენ საკუთარ თავს, რადგან საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, ვის აქვს რეპუტაცია, ვინ შემოინახა ეროვნული იდენტობა და ვინ გააგრძელებს ამის შენარჩუნებას. შესაბამისად, ეს არის მათი გადაწყვეტილება არჩევნების წინ – მე მოვუწოდებ, რომ არავინ ჩაერიოს ამ პროცესში, თუმცა დამაზიანებელი განცხადება არის დამაზიანებელი პირველ რიგში ავტორების მიმართულებით და არა ეკლესიის მიმართულებით“, – განაცხადა ლაშხმა.

ცნობისთვის, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა, ზენონ იარაჯულმა “ტვ პირველთან” განაცხადა, რომ პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე “ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება”, რადგან არსებობს კითხვები.

მეუფე ზენონის თქმით, აპირებს, მღვდელმთავრებს მიმართოს, სინოდის სხდომის მოწვევის თაობაზე.

ამასთან, გადაცემაში მან თქვა, რომ მეუფე შიო პატრიარქად „საშიშია“.

„ახლა რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, მე ვამბობ, რომ მეუფე შიო არის საშიში საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად“, – განაცხადა მეუფე ზენონმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სასამართლომ პარტია „ახალის“ წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
  • ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალი წარედგინა
  • მკვლელობა გურჯაანში – მოკლულია ახალგაზრდა კაცი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge