Wednesday, May 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები ომბუდსსმენს შეხვდნენ

May 6, 2026
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები ომბუდსსმენს შეხვდნენ

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები სახალხო დამცველს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ მშობლებმა აღნიშნეს, ლევან იოსელიანმა მათ უთხრა, რომ ყველაფრის საქმის კურსშია, საკითხს სწავლობს და დასკვნასაც გამოაქვეყნებს.

“ჩვენს შვილებს აქვთ სიცოცხლის უფლება და სახელმწიფომ ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს სიცოცხლის დასაცავად. ჩენ გვაქვს შეკრების უფლება და სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს და ხელი არ უნდა შეგვიშალოს შეკრებაში.

დღეს სახელმწიფო არ იცავს ჩვენი შვილების სიცოცხლის უფლებას და დღეს სახელმწიფო არღვევეს ჩვენი, როგორც მშობლების, შეკრებისა და გამოხატვის უფლებას.

ჩვენ ვესაუბრეთ სახალხო დამცველს ამ ყველაფერზე. მან თქვა, რომ ის საქმის კურსშია, დაწყებული აქვს წარმოება, სწავლობს ამ საკითხებს და თავის დასკვნებსაც გამოაქვეყნებს”, – თქვა კახა წიქარიშვილმა.

შეხვედრსი შემდეგ მედიასთან თავად ლევან იოსელიანმაც ისაუბრა და თქვა, რომ მზადაა, მშობლებს ხელი შეუწყოს შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციაში. ომბუდსმენმა ასევე “ოცნების” ხელისუფლებას მოუწოდა, დაიცვას მშობლების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება.

“დღესაც მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ გამოხატვის ნაწილში დაცული იყოს მათი გამოხატვის სტანდარტი და მიეცეთ საშუალება, რომ გამოხატონ იმდაგვარად, როგორც ისინი თვლიან საჭიროდ და იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რაც საქართველოში არსებობს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას. ასევე შევთავაზე, ჩემი რესურსის ფარგლებში, ხელი შევუწყო მათ შესაბამის უწყებებთან ურთიერთობას, მედიაციის პროცესს, რომ საბოლოო ჯამში, პროცესი გადაწყდეს. ეს პროცესი დასრულდეს იმდაგვარად, სადაც ერთი მხრივ მშობლები, მეორეს მხრივ სახელმწიფო, მესამე მხრვი, რა თქმა უნდა, ბავშვები იქნებიან ამ შედეგით კმაყოფილი”, – ამბობს ლევან იოსელიანი.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს სოლოლაკში, ბიძნა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკრების უფლება არ მისცა. დემონსტრაცია დღეს, 19:00 საათზე იყო დაანონსებული. აქციის ორგანიზატორები იმ მშობლების მხარდაჭერას გეგმავდნენ, რომლებიც შვილებისთვის სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტების უზრუნველყოფას ითხოვენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სასამართლომ პარტია „ახალის“ წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
  • ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალი წარედგინა
  • მკვლელობა გურჯაანში – მოკლულია ახალგაზრდა კაცი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge