Wednesday, May 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

252 ათასზე მეტ მომხმარებელს სესხი გაუძვირდა

May 6, 2026
252 ათასზე მეტ მომხმარებელს სესხი გაუძვირდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა და ის 8.25%-ის დონეზე დაადგინა.

სებ-ში გადაწყვეტილებას გლობალურ ბაზრებზე გაზრდილ ინფლაციურ რისკებს უკავშირებენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას მტკიცებით, ფასებზე მთავარი გავლენა ამ ეტაპზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაძვირებას აქვს.

„თუ დავაკვირდებით აპრილის თვის ინფლაციის მაჩვენებელს საქართველოში, აქაც დიდწილად სწორედ გარე ბაზრებიდან – ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასებიდან მომდინარე ეფექტები იყო, რომელმაც ძალიან დიდი კონტრიბუცია შეიტანა ინფლაციაში. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვკონცენტრირდებით იმაზე, რომ უკეთ ვმართოთ ინფლაციური მოლოდინები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

თურნავას თქმით, რისკები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, რომელიც ენერგორესურსების იმპორტზეა დამოკიდებული.

„აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუნდაც მცირე ბიჯით გაგვეზარდა რეფინანსირების განაკვეთი, რაც ატარებს მკვეთრად გამოხატულ პრევენციულ ხასიათს.ეს არის ინფლაციური წნეხის, ინფლაციური რისკების ჩვენზე გადმოცემის პრევენცია. სწორედ ამიტომ კონცენტრირებული ვართ ინფლაციური მოლოდინების სტაბილიზაციასა და ნორმალიზებაზე, რათა შემდგომშიც არ ვიხილოთ ამ კუთხით მზარდი ზეწოლა და დავაზღვიოთ სტაბილური ფასების დონე. ასევე დავაზღვიოთ, რომ პირველი შესაძლებლობისთანავე ჩვენი ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივად დაუბრუნდეს მიზნობრივ 3%-ს, როგორც ეს იყო ნავარაუდევი ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტისა და ნავთობის ფასების ზრდის დაწყებამდე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

„საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გავლენას იქონიებს ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმულ სესხებზე. ორგანიზაციის მონაცემებით, 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, ასეთი ტიპის 252 029 სესხია გაცემული და მათი უმეტესობა სწორედ რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

შესაბამისად, განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით ზრდა ათიათასობით მსესხებლის ყოველთვიური გადასახადის ზრდას გამოიწვევს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სასამართლომ პარტია „ახალის“ წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
  • ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალი წარედგინა
  • მკვლელობა გურჯაანში – მოკლულია ახალგაზრდა კაცი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge