Wednesday, May 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვისაც გართობა უნდა ტელევიზორებთან, გაერთონ… გადაწყვეტილებას ღმერთთან ერთად ჩვენ მივიღებთ – მეუფე იაკობი

May 6, 2026
ვისაც გართობა უნდა ტელევიზორებთან, გაერთონ… გადაწყვეტილებას ღმერთთან ერთად ჩვენ მივიღებთ – მეუფე იაკობი

ვისაც გართობა უნდა ტელევიზორებთან, გაერთონ… გადაწყვეტილებას ღმერთთან ერთად ჩვენ მივიღებთ – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოფოსმა, მეუფე იაობმა დღეს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის შემდეგ, ქადაგებისას თქვა.

მაღალი იერარქი ირწმუნება, რომ პატრიარქის არჩევნებში არც შიგნიდან და არც გარედან არავინ ერევა – “ყველაფერი მიდის მშვიდობიანად”.

უკმაყოფილოებს რა დალევს, არც ეკლესიაში არ დაილევა და არც გარეთ არ გვაკლია – თქვა დღეს ეპისკოპოსმა.

მეუფის განცხადებით, სინოდის წევრები მალე დაასახელებენ კრების ჩანიშვნის თარიღსაც, სადაც მისი თქმით, ახალ პატრიარქს აირჩევენ.

ჩვენი არჩევნები საეროს არ ჰგავს, ვისაც ავირჩევთ, ვალდებულები ვართ ვაღიაროთ. ისე არაა, უცხოეთში წახვიდე და უთხრა, ლეგიტიმაცია შენ მოგვეციო, ჩვენსაც ჩვენს გადავწყვეტთ – ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი.

“სანამ გამოვარჩევთ ახალ პატრიარქს, პრესა-ტელევიზიებში ვნებათაღელვაა ხოლმე. ვერ გაამტყუნებთ მათაც, რაღაც თემის აწევა უნდათ, მერწმუნეთ, რომ გუშინ ლოცვას ძლივს ჩამოვასწარი, ვამზადებთ მაგ იმას… შიგნით სიმშვიდეა, არავინ არ ერევა და არც გავაბედინებთ ვინმეს. შიგნიდან რომ უნდოდეს ჩვენს წევრს ჩარევა, ის ვერ გაგვიბედავს, არათუ გარედან ვინმემ გაგვიბედოს – ქვეყანა იქნება თუ ქვეყნის გარეთ. ასეთი რამ არ ხდება, თორე გამოვიდოდნენ და იტყოდნენ. სამი კანდიდატი დარჩა და რომელიმე მხარე მაინც იტყოდა.

ყველაფერი მიდის ნორმალურად, მალე ალბათ კრების თარიღსაც გადავწყვეტთ როდის იქნება, გამოვარჩევთ და ვნებათაღელვაც დაცხრება. ყველას მოსაწონი რა ვიცი ახლა… მთავარია, ღმერთს რა უნდა ის ვიფიქროთ ხოლმე დ აარა ის, მე ის მომწონს, მე ის. უძლურები არ გეგონოთ, უწმინდესმა თავის სიცოცხლეში გვასწავალა, როგორ იმართოს ეკლესია. ძალიან საიმედო ხელშია ჩვენი ეკლესია და ვისაც გამოვირჩევთ, უფლის ნება როგორც იქნება ისე იქნება, აუცილებლად გავაგრძელებთ თქვენთან ერთად წინსვლას. არ ინერვიულოთ, მკითხავებივით არიან, ჩვენზე კარგად არავინ იცის, რა და როგორ ხდება, მშვიდობაა რა. ზოგჯერ შეიძლება ვინმე უკმაყოფილო იყოს, მაგრამ უკმაყოფილოებს რა დალევს, არც ეკლესიაში არ დაილევა და არც გარეთ არ გვაკლია.

ჩვენი არჩევნები საეროს არ ჰგავს, ვისაც ავირჩევთ, ვალდებულები ვართ ვაღიაროთ. ისე არაა, უცხოეთში წახვიდე და უთხრა, ლეგიტიმაცია შენ მოგვეციო, ჩვენსაც ჩვენს გადავწყვეტთ, უცხოელები თავისას მიხედავენ. არც არავის საქმეში არ ვერევით და არც არავის ჩავრევთ, არ ინერვიულოთ. უმრავლესობასთან ვისთანაც ვსაუბრობ, მზად ვართ რომ ერთობით და ერთსულოვნად არც თქვენ დაგწყვიტოთ გული და არც ღმერთს. ყველაფერი კარგად იქნება, მერწმუნეთ. დანარჩენი ცოტა ხანი, ვისაც გართობა უნდა ტელევიზორებთან გაერთონ… გადაწყვეტილებას ღმერთთან ერთად ჩვენ მივიღებთ”, – თქვა მეუფე იაკობმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საყურადღებო ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
  • ირანის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს
  • ახალი გადაწყვეტილება, რომელიც სესხებს ეხება – გაგეზრდებათ თუ არა ყოველთვიური გადასახადი?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge