Wednesday, May 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გლობალურად და მათ შორის საქართველოში საწვავის ფასებს ზრდის ტენდენცია აქვს, რაც ინფლაციის მატებაზე ისახება” – ეროვნული ბანკი

May 6, 2026
“თებერვალთან შედარებით, მარტში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა” – ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, ხოლო მარტთან შედარებით ფასების საერთო დონემ 1.7%-ით მოიმატა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში რთული ვითარებისა და ტრანსპორტირების შეფერხებების ფონზე, ნავთობის საერთაშორისო ფასებმა მკვეთრად მოიმატა. შედეგად, საწვავის ფასებს გლობალურად და მათ შორის საქართველოში, ზრდის ტენდენცია აქვს და ინფლაციაზე მატების მიმართულებით აისახება. რაც შეეხება შედარებით ხისტი ფასების საზომებს, საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, აპრილში 3.2% შეადგინა, ხოლო მომსახურების ინფლაცია დაჩქარდა და 3.7%-ს გაუტოლდა.

„აპრილში, გასულ თვესთან შედარებით, საწვავის ფასებმა ზრდა განაგრძო. ბენზინი და დიზელი საშუალოდ, შესაბამისად, 9% და 17%-ით გაძვირდა, ხოლო ამ ორი პროდუქტის ჯამურმა წვლილმა თვის ინფლაციაში 0.48 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ასევე, თვის ჭრილში, ელექტროენერგიის გადასახდელის მატებაც ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით აისახება და 0.48 პროცენტული პუნქტი წვლილი შეაქვს.

წლიურ ჭრილში, ინფლაციის მატებაზე სურსათი კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. აპრილში სურსათის ინფლაციამ 8.1%, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 2.4 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აქედან ყველაზე დიდი, 0.5 პროცენტიანი გავლენა პურს და 0.5 პროცენტიანი – ძროხის ხორცს ჰქონდა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ოქროს ბეჭდის (0.3 პპ), სიგარეტის (0.3 პპ) და ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფის (0.4 პპ) წვლილები. ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაიაფება მოქმედებს. ტელევიზორის, მაცივრის, სარეცხი მანქანის და კომპიუტერის გაიაფებამ ჯამში ინფლაცია 0.3 პპ-ით შეამცირა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

ამასთან, ცენტრალური ბანკის ცნობით, რაც შეეხება ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტების ინფლაციას, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა.

„ადგილობრივი ინფლაციის ზრდაზე ყველაზე მეტი გავლენა პურის, ხორცისა და ყველის ფასებს აქვს (ჯამში 3.1 პროცენტული პუნქტი). შერეულად წარმოებული პროდუქტების ინფლაციამ, პირველ რიგში, ელექტროენერგიის (1.8 პპ) გაძვირების გამო, 8.3%-მდე მოიმატა. ამის გარდა, დიდი წვლილი შერეულ ინფლაციაში ოქროს ბეჭედს, პომიდორს, შოკოლადს და ზეთს (ჯამურად 3.1 პპ) აქვს. იმპორტირებული პროდუქტების ინფლაციამ 3.6%-მდე მოიმატა და ამის მთავარი მიზეზი საწვავის (3.3 პპ) გაძვირებაა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს – დეტალები
  • “მივედი დასკვნამდე, რომ სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი…” – ლალი მოროშკინა
  • ცნობილი ამერიკელი დირიჟორი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას ითხოვს და ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge