თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ Facebook პოსტის გამო რუსკა მჭედლიძე 1 500 ლარით დააჯარიმა.
კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრს, რუსკა მჭედლიძეს “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა ნინო ჯღარკავამ უჩივლა. საქმე Facebook-ზე გაკეთებულ კომენტარს ეხება.
ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ რუსკა მჭედლიძის კომენტარი წვრილმანი ხულიგნობა იყო და ჯარიმას ითხოვდა, სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა სრულად გაიზიარა.
რუსკა მჭედლიძის თქმით, ის ნინო ჯღარკავას Facebook-ზე დაწერილი ყველა უხამსი სიტყვის გამო უჩივლებს.
“მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ სამართალდამრღვევად მცნო Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო, სადაც სიტყვა “ნაშა” მეწერა და ეს არის უპრეცედენტო ამბავი, რომ ამ სიტყვის გამო ოდესმე ვინმე დასჯილა საქართველოში. მაგრამ ნინო ჯღარკავას რაც შევპირდი, ძალაშია. ყველა Facebook-ზე დაწერილი უხამსი სიტყვის გამო ყველა დღე ვპირდები, რომ თითო საჩივარს დავუწერ და დარჩენილ ცხოვრებას გაატარებს ციხეში,” – ამბობს რუსკა მჭედლიძე.
