დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან, აქციაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარის “გადაკეტვის” საქმეებზე 8 პროცესი გაიმართა. 3 მოქალაქეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, 1 დააჯარიმეს, 1 საქმის წარმოება შეწყდა, დანარჩენი პროცესები კი გადაიდო. ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს.
თამუნა თევზაძე – 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა – მოსამართლე თორნიკე კაპანაძე;
თამარ კირტავა – 5 000-ლარიანი ჯარიმა – მოსამართლე დავით მაკარაძე;
დავით ქაშიაშვილი – 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა – მოსამართლე კობა ჩაგუნავა;
ნინო პეტრიაშვილო – 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა – მოსამართლე კობა ჩაგუნავა;
ლუკა ხიზაძე – შეწყდა სამართალწარმოება – მოსამართლე კობა ჩაგუნავა;
დუტა ჯავახიშვილი – გადაიდო განუსაზღვრელი ვადით – მოსამართლე მანუჩარ ცაცუა;
ელენე გელაშვილი – შემდეგი პროცესი 15 მაისს – მოსამართლე ზვიად ცეკვავა;
ნათია ჭელიძე – შემდეგი პროცესი 14 მაისს – მოსამართლე თორნიკე კაპანაძე.
გარდა ამისა, დღეს სასამართლომ დააჯარიმა 2 მოქალაქე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო.
ია მელითაური – 2 500-ლარიანი ჯარიმა – მოსამართლე თორნიკე კაპანაძე – შსს მას სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდა;
რუსკა მჭედლიძე – 1 500-ლარიანი ჯარიმა – მოსამართლე თორნიკე კაპანაძე – მის წინააღმდეგ საჩივარი ნინო ჯღარკავამ შეიტანა: “ნინო ჯღარკავას ნაშა კიდე ღარიბაშვილის სიმამრი იყო, დაშორდნენ” – წერდა Facebook-ზე მჭედლიძე.
