Tuesday, May 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პენიტენციური სამსახური ნანა სანდერს პასუხობს

May 5, 2026
პენიტენციური სამსახური ნანა სანდერს პასუხობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულ ნანა სანდერს პასუხობს, რომელმაც სასამართლოზე განაცხადა, რომ ის ციხეში თვიTმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანეს.

როგორც პენიტენციურ სამსახურში “ტვ პირველს” განუცხადეს, “ბრალდებულის პრეტენზია ვერ იქნება გაზიარებული”.

“ბრალდებულის განცხადების საფუძველზე ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის შესწავლით და გამოკითხულ პირთა ახსნა-განმარტებებით დადგინდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებისას ნ. სანდერის პირადი შემოწმება-დათვალიერება პენიტენციური კოდექსისა და №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების მოთხოვნათა დაცვით ჩატარდა.

შემოწმების პროცესში მონაწილეთა მხრიდან მისი შეურაცხყოფის, ძალადობის, ფსიქოლოგიური ზეწოლის, სექსუალური შევიწროების და სრულად გაშიშვლების მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.

ბრალდებულს არაერთხელ და დეტალურად განემარტა ჩასატარებელი პირადი სრული შემოწმების განხორციელების პროცედურების, ფორმისა და საჭიროების თაობაზე. შესაბამისად, ბრალდებულის პრეტენზია ვერ იქნება გაზიარებული.

გარდა ამისა, არ დადასტურდა ნ. სანდერის პრეტენზიები ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით, თითქოსდა სამედიცინო პერსონალი სათანადო ყურადღებას არ აქცევდა და არანაირი მკურნალობა არ ჩატარებია.

ბრალდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებისას, 2025 წლის 10 ოქტომბერს ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება. გარდა ამისა, მას არაერთხელ აქვს ჩატარებული სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები და კლინიკური ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები, მათ შორის სამოქალაქო სექტორის კლინიკებში.

დაწესებულებაში ხანძართან დაკავშირებით აღვნიშნავთ, რომ დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწყობში ნამდვილად იყო მცირე აალება, ლოკალიზება მოხდა ადგილობრივად, რის შესახებაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ეცნობა შესაბამის საგამოძიებო უწყებას.

აღნიშნულს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საცხოვრებელ ტერიტორიასთან რაიმე შემხებლობა არ ჰქონია, რასაც შეეძლო მათი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება” – წერია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
  • სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა
  • პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge