Tuesday, May 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ციხეში თვითმკვლელობამდე მიმიყვანეს” – ნანა სანდერი

May 5, 2026
“ციხეში თვითმკვლელობამდე მიმიყვანეს” – ნანა სანდერი

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა.

მისი თქმით, რამდენიმე საათის განმავლობაში ციხის თანამშრომელი მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ნანა სანდერმა აღნიშნა, რომ თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ ექიმს დაუძახა და “თან შემომიტანეს ოქმი, სადაც ეწერა, რომ ადმინისტრაციასთან პრობლემა არ მაქვს”.

“ციხის პერსონალის წარმომადგენელმა ნინო ქუთათელაძემ თვითმკვლელობამდე მიმიყვანა. რამდენიმე საათის განმავლობაში მაგინებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა. მეუბნებოდა, რომ საქართველო ჩემი ქვეყანა არ არის, რომ აქ არავის არ ვჭირდები და გერმანიაში უნდა წავიდე, ჩემი გვარიდან გამომდინარე. მინდოდა, რომ მონიტორინგის სამსახურში დამერეკა და ამის საშუალებას არ მაძლევდა. არც სახალხო დამცველის ცხელი ხაზი არ ფუნქციონირებს. ერთადერთი, სადაც დარეკვა მოვახერხე, ეს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია იყო.

ციხეში არ არსებობს ადამიანი, რომელიც ჩემს უფლებებს დაიცავს. შევედი აბაზანაში და ვენის გადაჭრა ვცადე. დავუძახე ექიმს და თან შემომიტანეს ოქმი, სადაც ეწერა, რომ ადმინისტრაციასთან პრობლემა არ მაქვს.

მეოთხე დღეს შემოვიდა გამომძიებელი ავთანდილ სიჭინავა, რომელიც დანაშაულის დაფარვას ცდილობდა; უკანონობაზე მეუბნებოდა, რომ ეს კანონიერი იყო. ისეთი ჩვენება შეადგინა, საიდანაც აზრს ვერ გამოიტანთ. ის ჩემს დაკითხვას ცდილობდა ჩემი 4 ოქტომბრის საქმეზე.

სახელმწიფოს წარმომადგენლობითი ორგანოა ციხე, სადაც ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია. მე თუ ტექნიკურად არ შემიძლია, რომ გარეთ ვინმეს ხმა მივაწვდინო, რითი დავიცვა ჩემი უფლებები.

ასევე, ციხეში მოხდა ხანძარი, იმ კუნძულზე, სადაც მე ვიმყოფები. ციხის დირექტორი, რომელიც კვამლისგან იხრჩობოდა და იგუდებოდა, ვეუბნებოდი, რომ რაიმე გაეღო, რომ ჰაერს მოძრაობა შეძლებოდა, რადგან ეს კვამლი ჩვეთან შემოდიოდა. ერთ პატიმარს თვალები ეწვოდა, მე ყველაფერი. ციხის დირექტორს და ადმინისტრაციის თანამშრომელ, ნინო ქუთათელაძეს ვეუბნებოდი, რომ ჟანგბადი მჭირდებოდა, მაგრამ მიყვიროდნენ და მეუბნებოდნენ – “სად არის კვამლიო”. ამის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში კვამლის დეტექტორს ვითხოვდი, რაზეც უსაფრთხოების თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, რის შემდეგაც ციხის კარების სარკმელზე ხელი ამირტყა და ოთხი თითი დამიზიანა.

ვითხოვ კამერების ამოღებას, სადაც გამოჩნდება ხანძრის დროს რა მდგომარეობაში ვიყავი, ასევე 28 აპრილის ვიდეოჩანაწერებს, როდესაც თვითმკვლელობამდე მივედი,” – განაცხადა ნანა სანდერმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
  • სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა
  • პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge