სამტრედიაში, რაზმაძის ჩიხთან ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახურის ჯგუფები.
დაშავებულების შესახებ უწყებაში ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.
მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.
