Monday, May 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ევროპის პოლიტიკური სამიტი სომხეთში​ – რა შედეგებით ბრუნდება კობახიძე თბილისში

May 4, 2026
ევროპის პოლიტიკური სამიტი სომხეთში​ – რა შედეგებით ბრუნდება კობახიძე თბილისში

“ზელენსკისთან მეგობრული, საინტერესო საუბარი შედგა” – ეს ერთადერთი განმარტებაა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძისგან მოვისმინეთ. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ 20 წამიან კადრებში ძირითადად ზელენსკი ლაპარაკობს, კობახიძე და ბოჭორიშვილი კი მსმენელების რანგში არიან. რა ჰქონდა ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს სათქმელი მის მიერვე დასანქცირებული ირაკლი კობახიძისთვის – ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ სახელმწიფოებს შორის გადაუჭრელი საკითხები არსებობს და დიალოგი ყველა დონეზე მნიშვნელოვანია. შერბილებულია ირაკლი კობახიძის პოზიციაც.

“ქართული ოცნების” დეპუტატებს კობახიძე-ზელენსკის შეხვედრის ახსნა უჭირთ. ვერცერთი ვერ ამბობს, რა შეიცვალა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში. ბოლო წლებია ივანიშვილის დაფუძნებული პარტია ხალხს ომით აშინებს და იმას უმტკიცებს, რომ საქართველოს ომში უკრაინა ითრევს. ჩნდება კითხვა – როდიდან აღარ არის უკრაინის პრეზიდენტი მათთვის “კლოუნი” და “კოკაინშიკი” – რასაც მას მთელი ეს წლები სამთავრობო პროპაგანდა აბრალებდა.

უკრაინის პრეზიდენტთან  პირისპირ საუბრამდე იყო ხელის ჩამორთმევა, აქ კობახიძე და ზელენსკი ერთმანეთს პირველად გადაეყარნენ. მსოფლიო ლიდერების შეკრება და საერთო ფოტოს სამზადისი ამ სამიტის ყველაზე საინტერესო დეტალებს ჰყვება. ჩანს, რომ ირაკლი კობახიძეს მხოლოდ რამდენიმე წამიანი კომუნიკაცია აქვს მის გვერდით მდგომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ასევე მასთან ფოტოსესიის დასრულებისას ხელის ჩამოსართმევად მიდის NATO-ს გენერალური მდივანი. დატვირთული დღის წესრიგის მიუხედავად, ლიდერები საქართველოსაც ახსენებენ, ოღონდ ნეგატიურ კონტექსტში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სამტრედიაში საცხოვრებელი სახლი იწვის – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
  • “ფორმულა” საგანგებო განცხადებას ავრცელებს
  • ევროპის პოლიტიკური სამიტი სომხეთში​ – რა შედეგებით ბრუნდება კობახიძე თბილისში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge