თბილისიდან რეგიონების მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა. მინიმუმ 5 ლარით გაიზარდა ჭიათურის, ბაკურიანის და კახეთის მიმართულებით ბილეთის ფასი. თუ კახეთში აქამდე სამგორიდან მგზავრობა 10 ლარი ღირდა, ახლა საფასური 15 ლარია. საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის ტარიფების მომატება მიკროავტობუსის მძღოლებმა ქვეყანაში საწვავის ფასის გაზრდას დაუკავშირეს.
ბოლო ერთ თვეში საქართველოში საწვავი საშუალოდ 70 თეთრით გაძვირდა. მძღოლები ამბობენ, რომ სხვა გზა აღარ დარჩათ. საწვავი საქალაქთაშორისო მგზავრობაზე, ფასის ზრდის ერთ-ერთ მიზეზია, მძღოლები სხვა ფაქტორზეც საუბრობენ.
საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებითაც. ავტოსადგურ “ოკრიბაში” ამბობენ, რომ ბილეთის გაძვირება არც მათ აწყობდათ, უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდათ მძღოლებს.
ეკონომისტები ამბობენ, რომ რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. საწვავის ფასების მატებას ჯაჭვური რეაქცია ექნება და შედეგებს ხალხი მალე ნახავს.
