Monday, May 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გრიპის სეზონი დასრულებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსები გაქრება – ახლა გაზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელი ვირუსები ცირკულირებს” – ივანე ჩხაიძე

May 4, 2026
“გრიპის სეზონი დასრულებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსები გაქრება – ახლა გაზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელი ვირუსები ცირკულირებს” – ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, გაზაფხულის სეზონზე გაციების გამომწვევი ვირუსები ცირკულირებს, მათ შორის კი რინოვირუსს განსაკუთრებული გავრცელება ახასიათებს.

როგორც პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გრიპის ვირუსის სეზონი უკვე დასრულებულია და ახლა ქვეყანაში შემდეგი ვირუსები ცირკულირებენ: რინოვირუსი, ადამიანის მეტაპნევმოვირუსი და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი.

„2025-2026 წლის სეზონზე, საქართველოში გრიპის შემთხვევების მატების მაქსიმალური რაოდენობა დაფიქსირდა დეკემბრის ბოლო ორი კვირას. შემდეგ თანდათან შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა. ახლა გრიპი სრულად ჩაანაცვლა სხვა ტიპის ვირუსმა, რომელიც არ ხასიათდება ისეთი აგრესიული მიმდინარეობით, როგორიც გრიპი იყო. საავადმყოფოში მოთავსების საჭიროება ახლა ნაკლებად არის. ძირითადი დატვირთვა ჯანდაცვის პირველ რგოლზეა, სტაციონარებში მიმართვიანობა შემცირდა. რაც შეეხება ამბულატორიულ რგოლს, აქაც მიმართვიანობა 3-ჯერ არის შემცირებული.

გრიპის ვირუსი სრულად ჩაანაცვლა რესპირატორულ-სინციტიურმა ვირუსმა, რომელიც დომინანტური გახდა. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი 43%-ში განაპირობებს მწვავე რესპირაციულ ავადობას. აღნიშნული ვირუსი 3 წლამდე ბავშვებში ბრონქიოლიტის განვითარებას განაპირობებს და 60 წელს გადაცილებულ პირებში ფილტვების ანთებას.

ქვეყანაში მოცირკულირე ვირუსებისთვის ძირითადად დამახასიათებელია: დაბალი ტემპერატურა, მსუბუქი ყელის ტკივილი, ცხვირ-ცემინება. ახლა კი ქვეყანაში შემდეგი ვირუსები ცირკულირებენ: რინოვირუსი, ადამიანის მეტაპნევმოვირუსი და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი. ამათ უკავიათ ყველაზე მეტი წილი ავადობის სტატისტიკის გათვალისწინებით.

სტატისტიკიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიპის სეზონი დასრულებულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ვირუსები სრულად გაქრება. გაზაფხულის სეზონზე გაციების გამომწვევი ვირუსები ცირკულირებს, მათ შორის კი განსაკუთრებით რინოვირუსი იქნება უფრო მეტად იდენტიფიცირებული.

ისინი არ განაპირობებს მძიმე ავადობას. მათთვის დამახასიათებელია: ცხვირიდან გამონადენი, ცემინება, ყელის ტკივილი და გაღიზიანება, ხველა, ცხელება, საერთო სისუსტე და დაღლილობა, თავის ტკივილი, მადის დაკარგვაც. რაც შეეხება უშუალოდ რინოვირუსს, რინოვირუსული ინფექციები იწვევს, გაციებას, ყელის ტკივილს, პნევმონიას, ასევე ბრონქიოლიტს “, – აღნიშნავს ჩხაიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნიკოლ ფაშინიანი განცხადებას ავრცელებს
  • კობახიძისა და ზელენსკის შეხვედრა ერევანში
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge