ნიკორა სუპაერმარკეტის განცხადებით, განაახლებენ ფასებს და გახდიან “ხელმისაწვდომს ყოველდღიურ პროდუქტებზე”. მათი ცნობით, უახლოეს დღეებში სუპერმარკეტეში ძირითადი საჭიროებების პროდუქტები “კიდევ უფრო გაიაფდება”.
“ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიყოთ ახლოს იმ საჭიროებებთან, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს მომხმარებელს. ვაკვირდებით მიმდინარე გარემოს და ვრეაგირებთ მყისიერად, რათა თქვენი ყოველდღიური სტუმრობა ნიკორაში იყოს კიდევ უფრო მიმზიდველი.
ამ მიდგომის ფარგლებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვაახლებთ ფასებს და ვქმნით მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ყოველდღიურ პროდუქტებზე – იმაზე, რაც ყველაზე ხშირად მოხმარებადია.
უახლოეს დღეებში ჩვენს დახლებზე თქვენ ნახავთ კიდევ უფრო გაიაფებულ პროდუქტებს და უკეთეს ფასებს ძირითად საჭიროებებზე.
ჩვენს ინტერესებზე მაღლა ყოველთვის ვაყენებთ მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს, სწორედ ამიტომ ვამარტივებთ თქვენს ყოველდღიურობას და მუდმივად ვრჩებით თქვენთან უფრო ახლოს” – წერს ნიკორა სუპერმარკეტი სოციალურ ქსელში
