ლევან ხაბეიშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც ერთმანეთს თავად ბრალდებული და საქმის გამომძიებელი დაუპირისპირდნენ. სასამართლოში გამოიკითხა სუს-ის თანამშრომელი შაქრო ხარშილაძე, რომელმაც განაცხადა, რომ მისი პრაქტიკის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს მოწმეების გამოყოფა სთხოვა.
ხარშილაძის თქმით, უწყებას მიმართა იმ პირების გამოკითხვის მიზნით, რომლებმაც ხაბეიშვილის ინტერვიუს მოსმენის შემდეგ თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს.
სასამართლო პროცესზე ხაბეიშვილმა დაინტერესდა, ხომ არ იყვნენ გამოყოფილ მოწმეებს შორის ის სპეცრაზმელები, რომლებიც, მისი თქმით, ორი წლის წინ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გამომძიებელმა ასევე დაადასტურა, რომ ზუსტად არ იცის, ხაბეიშვილის რომელმა ვიდეომიმართვამ გამოიწვია სპეცრაზმელების მხრიდან შეურაცხყოფის განცდა.
