Friday, May 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“სად არის მიშასთან რომ მიდიოდა ის ლარი, ლარნახევარი, ორი ლარი, სად იკარგება გზაში? ფოთამდე საწვავი ლარნახევარი ღირდა, მაგრამ 2,60 ლარად ყიდნნენ” – ლევან ხაბეიშვილი

May 1, 2026
“სად არის მიშასთან რომ მიდიოდა ის ლარი, ლარნახევარი, ორი ლარი, სად იკარგება გზაში? ფოთამდე საწვავი ლარნახევარი ღირდა, მაგრამ 2,60 ლარად ყიდნნენ” – ლევან ხაბეიშვილი

2-3 თვის წინ, ფოთამდე საწვავი ლარნახევარი ღირდა, მაგრამ 2 ლარი და 60 თეთრად ყიდნნენ. ქურდული წილია ამ აბსოლუტური ყაჩაღი ფხაკაძის და ასეთი ოლიგარქების. წილოსანის, რომელიც ფასების კომისიაში ზის, მისი ანაზღაურება პარლამენტში 20 000 ლარია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ბრალდებულმა ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციასაც მიმართა.

“დღეს დამთავრდა ე.წ. ფასების კომისია. გუშინ ვუყურე სხდომას, სადაც საწვავზე ლაპარაკობდნენ ეს აბსოლუტური ქურდები და ყაჩაღები, ფხაკაძეს ვგულისხმობ, გაგრძელებული ჩხარტიშვილით, ენუქიძით, ამ ხალხით, ვინც სისხლს სწოვს ქართველ ხალხს და ერს. ლაპარაკობენ, თურმე, იაფად ყიდიან საწვავს, 3 ლარი და 60 თეთრი ღირს, დღეს რომ მოვდიოდი, დავინახე, საბადრაგო მანქანიდან ჩანს, 4 ლარი ღირს საწვავი. მოვიდეს ყველა ექსპერტი და ვისაც უნდა შემომედავოს, 1 ლიტრი საწვავი ფოთამდე მაქსიმუმ 2 ლარი და 10 თეთრი ღირს, ახლა გაძვირებულს რომ ეძახიან, იმ პირობებში. „კალონკებზე“ 3 ლარი და 60 თეთრი, 4 ლარი გვხვდება. სად არის მიშასთან რომ მიდოდა, ის ლარი, ლარნახევარი, ორი ლარი, სად იკარგება გზაში? 2-3 თვის წინ, ფოთამდე საწვავი ლარნახევარი ღირდა, მაგრამ 2 ლარი და 60 თეთრად ყიდდნენ. ქურდული წილია ამ აბსოლუტური ყაჩაღი ფხაკაძის და ასეთი ოლიგარქების. წილოსანის, რომელიც ამ კომისიაში ზის, მისი ანაზღაურება პარლამენტში 20 000 ლარია, 20 000 ლარი ნებისმიერ თქვენგანს რომ ჩაგირიცხონ, ისე გაღიმებული სახით მოყვებით, რომ კარგი ფასებია ქვეყანაში. რა თქმა უნდა, 20000-ად გააკეთებს კომენტარს, მამამისს 58 მილიონი ლარის მოპარვას ედავებოდნენ, წილოსანის მამას, მე კი არა, „ოცნების“ პროკურატურა ედავებოდა ხალხნო! ეს ქალი დღეს პარლამენტში ზის, ნებისმიერ რამეს მიაჭერს ხელს… ჩვენ არ უნდა გვქონდეს მათგან რამე ადეკვატურის მოლოდინი.

წამლებთან დაკავშირებით – ბავშვებზე, გაუგებარ დისკუსიას ვუყურე. წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილის ან კალაძის შვილი – ჯვარი წერია ყველას, ღმერთმა ყველას აშოროს, რომელიმემ მათ – მშობლის ადგილას წარმოიდგინოს თავი, 1 წელი და 3 წელი კი არა, 1 დღე რომ შეიძლებოდეს გაგრძელება, ეტლში რომ არ ჩაჯდეს, ნებისმიერ ქვეყანაში გადააფრენდნენ. საერთოდ, მომავალში ინიციატივა უნდა იყოს, კი არ მოსწონთ მომავალში რაღაცებს რომ ვამბობ, ამიტომ ციხეში ვარ, მაგრამ მომავალში, არც ერთ მინისტრს კაბინეტი სამინისტროში არ უნდა ჰქონდეს. არის ქალაქები და სოფლები, სადაც სასწრაფო დახმარება ვერ მიდის, რადგან გზა არ არის, ამბულატორია არ არის, ჯანდაცვის მინისტრს კაბინეტში არ დაეჯდომება. რა უნდა ინფრასტრუქტურის მინისტრს კაბინეტში, გრიგოლეთის ხიდი ვერ გააკეთეს 12 წელია. კარგად უნდა გვესმოდეს მარტივი ჭეშმარიტება, ქურდების ხელში ვართ, აბსოლუტური მწამებლების ხელში ვართ, სიტყვაზე გვიჭერენ, წინააღმდეგობაზე გვიჭერენ, მაგრამ ძალიან მალე შეიცვლება, ოღონდ ამისთვის მონდომება, ერთმანეთის არძაგება გვინდა. აქედან კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ვინც თავს ოპოზიციონერს არქმევს, არ ვაკრიტიკებ, როგორ გავაკრიტიკო ხალხი, რომელთაც 15-წლიანი ციხე დაკიდეს. ვდარდობ თითოეულ ადამიანზე, მაგრამ გარეთ ვისაც შესაძლებლობა აქვს, მაქსიმალურად გაუფრთხილდით ერთმანეთს, სასაცილო განცხადებები ნუ გაქვთ ხოლმე. მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანა უკან-უკან მიდის.

ყველას გვინდა ნორმალური ქვეყანა და ცხოვრება. ხაბეიშვილი არაა კრიმინალი და საზოგადოებისთვის საშიში, ეს იცის პატარა ბავშვმაც. ისეთ რამეს ვერ დამაბრალეთ, რომელიც „ქოცის“ ყურამდე მივა. მე ვერ მავნებს ციხეში ყოფნა, მე შეიძლება მავნოთ ნერვებით, ჯანმრთელობით“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა.

ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სახელმწიფო აუქციონზე Rolex-ის საათები ვერც მესამედ გაიყიდა – უცნობია ვის ეკუთვნოდა ძვირადღირებული ნივთები
  • “წილოსანის მამას “ქართული ოცნების” პროკურატურა ედავებოდა 58 ათასის მოპარავას… როცა მამამისი მძევალია, შეიძლება ბევრი რამ გააკეთებინონ” – ლევან ხაბეიშვილი
  • “კობახიძის ავანტიურამ სრული კრახი განიცადა” – დათუნაშვილი ფასების კომისიაზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge