ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
“ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნა, მასში ასახული სისულელეების მიღმა, გულისხმობს მთავარს:
საქართველოს მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრი კობახიძე იტყუებიან, რომ მაღალი ფასები ბიზნესის ბრალია. სინამდვილეში, ეს მთავრობის ბრალი უფროა. ფასები ვერ შემცირდება და ეს ბიზნესის ბრალი არაა, მთავრობის ბრალიაო.
ათასი ბოდვით კი შეუნიღბავთ, მაგრამ სათქმელი აშკარად ეგა აქვთ, მოკლე შინაარსი ამგვარია. ასე დაასკვნა ვითომმთავრობაზე ვითომპარლამენტმა.
და ასეთ დროს რა ხდება, ყველამ კარგად იცის. იგივე მოხდება აქაც.” – წერს სოციალურ ქსელში კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა. კომისია პარლამენტში თებერვალში 3-თვიანი უფლებამოსილების ვადით შეიქმნა და 11 სხდომა გამართა. დასკვნით სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა თქვა, რომ ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებშია. მან ასევე თქვა: ” ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ხელისუფლებამ მცირე და საშუალო მწარმოებლის მხარდაჭერა სპეციალური პროგრამებით გააძლიეროს… რიგი კომერციული ხარჯები უნდა შემცირდეს ან გაუქმდეს.
