ფასების კომისიის სხდომაზე კომისიის ხელმძღვანელმა შოთა ბერეკაშვილმა საწვავის ფასთან დაკავშირებით ისაუბრა და ფასის მატება საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებას დაუკავშირა. მისი მტკიცებით, ფასის შემცირება პლაცის ფასის მოძრაობაზეა დამოკიდებული და ასეთ სიტუაციაში რეკომენდაცია მათი მხრიდან მხოლოდ რეზერვების სწორი მართვაა.
“საწვავთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ, რომ ყველასთვის გასაგები იყოს: გუშინდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ფასი დამოკიდებულია პლაცის ფასზე დიდწილად, ასე რომ ვთქვათ, საერთაშორისო ბაზრის ფასზე. ფასის შემცირება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პლაცის ფასის მოძრაობაზე. აქ განსაკუთრებული როლი ითამაშა რეზერვების სწორმა მართვამ და რეკომენდაციებიც ამ მიმართულებითაა, სხვა ვერ იქნება. როცა საერთაშორისო ფასზე ხარ დამოკიდებული, რეკომენდაცია არის მხოლოდ ის, რომ რეზერვების სწორი მართვა იყოს, თუ შესაძლებელია უფრო მეტი რეზერვი გვქონდეს” – თქვა ბერეკაშვილმა სხდომაზე.
