Friday, May 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ფასების კომისიამ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის რეკომენდაცია გასცა

May 1, 2026
ფასების კომისიამ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის რეკომენდაცია გასცა

“ფასების კომისია” ხელისუფლებას მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ურჩევს – ამის შესახებ დღეს რეკომენდაცია კომისიის დასკვნაში გაიწერა.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა აღნიშნა, რეკომენდაცია მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის რიგი გადასახადების შემსუბუქებასა და გაუქმებასაც ითვალისწინებს.

მისივე თქმით, კომისიის რეკომენდაცია პერსონალის გადამზადების ხელშეწყობასაც მოიცავს, რათა ადგილობრივმა წარმოებამ იმპორტის ბაზრებს გაუწიოს კონკურენცია.

“მცირე და საშუალო მწარმოებლებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. საჭიროა და ჩვენი რეკომენდაციაა, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მცირე და საშუალო მწარმოებლის მხარდაჭერა სპეციალური პროგრამებით გააძლიეროს, რადგან მათ ბაზარზე უკეთესი ოპერირების საშუალება უნდა მიეცეთ.

უფრო მეტსაც გეტყვით, რეკომენდაციის ნაწილი მოიცავს იმასაც, რომ მათთვის რიგი კომერციული ხარჯები უნდა შემცირდეს ან გაუქმდეს, რომ მათ უფრო ადვილად შეეძლოთ ქსელში თავიანთი პროდუქციის განთავსება. ეს არის სისტემური გარდაქმნა, რომელიც აუცილებელია.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის 3-4-წლიანი სტრატეგია გაიწეროს. ეს განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის მიმართულებას ეხება. აქაც, ძირითადი გამოწვევა მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს არა კომერციული მექანიზმების, არამედ სამუშაო კაპიტალის სიმცირე და კაპიტალზე წვდომა.

ამ მიმართულებით განსაკუთრებით მიზანმიმართულად და წერტილოვნად უნდა მოხდეს სპეციალური პროგრამების კიდევ უფრო გააქტიურება, გრძელვადიან პერიოდში აქცენტი უნდა გაკეთდეს კაპიტალზე და პერსონალის გადამზადებაზე, იმიტომ რომ შეხვედრებში მნიშვნელოვნად გამოიკვეთა კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი. ჩვენი მიზანია, ადგილობრივი წარმოება გახდეს კონკურენტუნარიანი, ამას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა რადგან თუკი ის არ იქნა კონკურენტუნარიანი, ეს საბოლოო ჯამში აზარალებს მომხმარებელს”, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ომბუდსმენმა “ტროტუარის საქმეებზე” სააპელაციოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა
  • აფგან სადიგოვმა საერთაშორისო პასპორტი მიიღო
  • მდინარაძეს სახელმწიფო მინისტრის პოსტზე უფლებამოსილებები განესაზღვრა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge