2026 წლის 1 მაისიდან ძალაში შედის ცვლილებები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლის მიხედვითაც, იზრდება სანქციები:
უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების ახალი წესები
2026 წლის 1 მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში დასაქმება შესაძლებელია მხოლოდ „შრომითი საქმიანობის უფლების“ მიღების შემდეგ.
1 მაისიდან ამოქმედდება აღსრულების მექანიზმი იმ თვითდასაქმებული უცხოელებისთვის, რომლებიც უკვე საქმიანობენ საქართველოში.
დამსაქმებლებს ევალებათ დაასაბუთონ უცხოელი თანამშრომლის აყვანის აუცილებლობა და მიიღონ შესაბამისი ნებართვა.
ვენახის გაშენებაზე ახალი რეგულაცია
„ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ ცვლილებების მიხედვით:
კომერციული მიზნით ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი თანხმობით;
თვითნებურად გაშენებული ვენახიდან მიღებული პროდუქციის კომერციული რეალიზაცია შეუძლებელი იქნება;
რეგულაცია არ ეხება პირადი მოხმარებისთვის გაშენებულ ვენახებს;
ნებართვა გაიცემა უფასოდ.
საგზაო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
100 ლარამდე იზრდება ჯარიმა გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის, ამასთან მართვის მოწმობაზე 20 ქულა დაიკლებს;
50-დან 100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სიჩქარის 15–40 კმ/სთ-ით გადაჭარბებისთვის;
50 ლარამდე იზრდება ჯარიმა უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ქულათა შემცირება — 10 ქულა;
50 ლარამდე იზრდება ჯარიმა მართვის დროს მობილური ტელეფონის გამოყენებისთვის;
დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 50 ლარამდე იზრდება რიგ ქალაქებსა და კურორტებზე;
„დრიფტის“ შემთხვევაში, თუ მოხდა მსუბუქი დაზიანება — 500 ლარიანი ჯარიმა და მართვის უფლების შეჩერება 6 თვით;
განმეორებითი დარღვევა, რომელმაც გამოიწვია საავარიო ვითარება ან საცობი — 300 ლარი და 30 ქულის დაკლება;
თბილისში N2/N3 კატეგორიის სატვირთოებისთვის, თუ დანიშნულება დედაქალაქი არ არის — 500 ლარიანი ჯარიმა.
იცვლება „სილქნეტის“ ტარიფები
სილქნეტი აცხადებს, რომ 1 მაისიდან იცვლება მომსახურების პირობები:
სტანდარტულ ინტერნეტპაკეტებში მოცულობა იზრდება, ფასი უცვლელი რჩება;
ულიმიტო პაკეტების ღირებულება იზრდება;
ცვლილებები შეეხება მობილურ ინტერნეტს, ოპტიკურ ინტერნეტსა და ტელევიზიას.
