სისხლიანი გარჩევა ქუთაისში – Info imereti-ს ცნობით, მეთორმეტე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ 40 წლამდე კაცი დაჭრეს. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.
შემთხვევა დაახლოებით 40 წუთის წინ მოხდა.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან, შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. პერიმეტრზე მობილიზებული კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები კომენტარს არ აკეთებენ.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ მინიმუმ 2 გასროლის ხმა გაიგეს.
