Thursday, April 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„გახარია საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს

April 30, 2026
გიორგი გახარია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

არია ზახაროვასგან მოვისმინეთ საგანგაშო განცხადება, რომ რუსეთი კონფიდენციალურად მუშაობს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის “ნეიტრალურ ტერიტორიაზე” გადატანისთვის – დაუყოვნებლივ მოვითხოვთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჯაროდ განაცხადოს მონაწილეობს თუ არა ამ “კონფიდენციალურ“ მოლაპარაკებებში, – ამის შესახებ განცხადებას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ხსენებული ,,ნეიტრალური გარემო” ისეთი გარემოა, სადაც საქართველოს სუვერენიტეტს საერთაშორისო დასავლური ქოლგა აღარ დაიცავს.

„რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის – მარია ზახაროვასგან მოვისმინეთ საგანგაშო განცხადება, რომ რუსეთი კონფიდენციალურად მუშაობს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის “ნეიტრალურ ტერიტორიაზე” გადატანისთვის და ახლა ასეთ “ნეიტრალურ ტერიტორიას“ ეძებს.

დაუყოვნებლივ მოვითხოვთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჯაროდ განაცხადოს მონაწილეობს თუ არა ამ “კონფიდენციალურ“ მოლაპარაკებებში და რა არის ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია ამ საკითხზე. ქართული მხარე უკვე თვეებია მალავს „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) ფარგლებსა და ჟენევის ფორმატში გამართული შეხვედრების შინაარსს, რაც პერიოდულად ჟღერდება ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის მიერ მართული საინფორმაციო სააგენტოების მიერ და შეიცავს საგანგაშო ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით.

საგანგაშოდ მივიჩნევთ, „ოცნების“ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართ არსებულ სახიფათო, ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დამაზიანებელი პოლიტიკის დინამიკას, რაც დაიწყო ივანიშვილის მიერ ოკუპანტებისთვის მოხდილი ბოდიშით, 2008 წლის ომში აგრესორად, ფაქტობრივად საქართველოს გამოცხადებითა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის – გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებით, რომელსაც ქართული მიწის დაცვისთვის, მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად, სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს განთავსებისთვის, „ოცნების“ ხელისუფლება ცხინვალის რუსული საოკუპაციო რეჟიმის რიტორიკითა და „არგუმენტებით“ ასამართლებს.

შეგახსენებთ, რომ ჟენევის ფორმატი 2008 წლის ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო ფორმატია, სადაც საქართველოს ეროვნული, სუვერენული ინტერესების დაცვაში თავისი მონაწილეობით ეხმარება ეუთო, გაერო, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. რუსეთის მიერ ხსენებული ,,ნეიტრალურ გარემო” კი ისეთი გარემოა, სადაც საქართველოს სუვერენიტეტს საერთაშორისო დასავლური ქოლგა აღარ დაიცავს და ეს ფაქტობრივად, ამ ფორმატის გაუქმებას ნიშნავს.

ფაქტია, რომ საერთაშორისო პოლიტიკური, სამხედრო, საინფორმაციო და ეკონომიკური ბერკეტებით შეიარაღებული რუსეთის ფედერაცია ახლა აქტიურ და მასირებულ შეტევას აწარმოებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, შესაბამისად მკაფიო პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, სად დგას „ოცნების“ მთავრობა დღეს, – იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, თუ რუსული სახელმწიფოს მოკავშირეა ჩვენს სუვერენიტეტზე თავდასხმაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 29 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების სხვა ადგილას გადატანის საკითხი რუსულმა მხარემ რამდენიმე წლის წინ წამოჭრა და მას “აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა აქტიურად დაუჭირეს მხარი”. მისი თქმით, ამჟამად, ამ ამოცანის განსახორციელებლად “გულმოდგინე მუშაობა მიმდინარეობს”.

“მხედველობაში მაქვს მოლაპარაკების სივრცის ძიება. მოლაპარაკების პროცესის კონფიდენციალური ხასიათის გათვალისწინებით, ნაადრევი იქნებოდა ამ ეტაპზე, განსაკუთრებით საჯაროდ, კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების მომავალი შეხვედრების შესაძლო ადგილმდებარეობის განხილვა, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს”, – დასძინა ზახაროვამ.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.

მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
  • “კობახიძემ რაც 10 ლარად აღმოაჩინა, ვირის გაყინული ხორცი ყოფილა” – რომან გოცირიძე
  • უკრაინაში დაღუპული დავით ღოღაძე თელავში, საგვარეულო სასაფლაოზე, სამხედრო წესით დაკრძალეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge