კახა კალაძეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე საუბარი არ სურს – “საერთოდ არ მაინტერესებს და არ ვიცი, ვინ არის ეს ადამიანი”- ასე უპასუხა კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე დასმულ შეკითხვას.
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ Facebook Live-ს დროს, “ქართული ოცნების” დამარცხების გზებზე ისაუბრა და თქვა, რომ თავისუფალი არჩევნების მოსაპოვებლად ოპოზიციისა და საზოგადოების კონსოლიდაციაა საჭირო.