Thursday, April 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბრალი სრულად დაუსაბუთებელია – მინდა იმ ტრაგედიის მასშტაბები დაგანახოთ, რაც მოყვა ხელისუფლების ნებას გაუსწორდეს პოლიტიკურ ოპონენტებს და შსს-ს მიერ უხეიროდ ჩატარებულ გამოძიებას” – ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატი

April 30, 2026
“ბრალი სრულად დაუსაბუთებელია – მინდა იმ ტრაგედიის მასშტაბები დაგანახოთ, რაც მოყვა ხელისუფლების ნებას გაუსწორდეს პოლიტიკურ ოპონენტებს და შსს-ს მიერ უხეიროდ ჩატარებულ გამოძიებას” – ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატი

39 – ტომიან საქმეში ირაკლი ჩხვირკიას სულ რამდენიმე ფურცელი ეხება, პოემასავით ბრალის დადგენილებაშიც კი ერთი საცოდავ აბზაცზე მეტი ვერ გაიმეტეს მისთვის – ბრალი სრულად და ყოველმხრივ დაუსაბუთებელია და რომ მხოლოდ 1 პირდაპირი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რომელიც ჯამში არაფერს ამტკიცებს, გთხოვთ, ირაკლი ჩხვირკია ცნოთ უდანაშაულოდ, – ასე მიმართა 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ჩხვირკვიას ადვოკატმა, ბორის ჩელე ყურუამ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, 4 ოქტომბრის საქმე „არის უსაქმურობა, ძირითადად გამოძიების უსაქმურობა“.

„ზოგადად ადვოკატები დასკვნით სიტყვას იწყებენ ხოლმე ფრაზით ეს არის საქმე ამაზე და ამაზე, რაღაც საინტერესო სათაურს უძებნიან. მე ვერაფერი მოვიფიქრე, იმიტომ რომ ეს საქმე საერთოდ არ არის, ეს არის უსაქმურობა, ძირითადად გამოძიების უსაქმურობა. როგორც სერ უილიამ ბლექსტოუნი ამბობდა, ჯობს ათი დამნაშავე დარჩეს დაუსჯელი, ვიდრე ერთი უდანაშაულო დაისაჯოს… მე არ ვიცი რას იტყოდა სერ უილიამი 10 უდანაშაულოზე, რომლის საქმესაც ჩვენ აქ განიხილავთ, მე ამ ათიდან ერთ უდანაშაულოზე მინდა გესაუბროთ“, – განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.

მისი თქმით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი პირდაპირი მტკიცებულება ირაკლი ჩხვირკიას წინააღმდეგ.

„ყველამ ვნახეთ, არა მხოლოდ თქვენ ბატონო მოსამართლე, არამედ ყველა დამსწრემ, თქვენმა თანაშემწემ, მანდატურებმაც კი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მტკიცებულება არ არსებობს და თუ არსებობს, ის ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია და ამ დარბაზში არ გამოკვლეულა. 39 – ტომიან საქმეში ირაკლი ჩხვირკიას სულ რამდენიმე ფურცელი ეხება, პოემასავით ბრალის დადგენილებაშიც კი ერთი საცოდავ აბზაცზე მეტი ვერ გაიმეტეს მისთვის.

ბრალის დადგენილებაში წერია, ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ირაკლი ჩხვირკია, იგი სხვა პირებთან ერთად სტრატეგიული ობიექტის – პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ხელში ჩაგდების, ეზოში მობილიზებული სამართალდამცველების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით შეიჭრა ეზოში, დაზიანებულ ჭიშკართან ყოფნის დროს ჯგუფური ძალადობის მონაწილეებს მოუწოდებდა, გაეგრძელებინათ ძალადობრივი მოქმედებები და შეჭრილიყვნენ ეზოში. იგი ასევე ახორციელებდა სხვა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს.

პირველი თვალშისაცემი ტყუილი გახლავთ ის, რომ ირაკლი ჩხვირკია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში იმყოფებოდა, 1 წამით მაინც. მათ მიერვე წარმოდგენილი მასალებით ჩანს, რომ ირაკლი ეზოს ტერიტორიაზე არ შესულა.

ანუ ყველაზე დიდი წინადადება, რაც ამ აბზაცში წერია, არის ტყუილი. ბატონმა პროკურორმა დასკვნით სიტყვაშიც გაიმეორა, რომ ჩხვირკია იმყოფებოდა სასახლის ეზოს ტერიტორიაზე, ჩემთვის სრულად გაუგებარია რა უდევს ამას საფუძვლად, რამეთუ არც ერთი მტკიცებულება, რაღა არც ერთი, ისედაც ერთია, ამას არ ადასტურებს“, – განაცხადა ბორის ჩელე-ყურუამ.

ადვოკატის თქმით, 135 მოწმიდან არ არსებობს მოწმე, რომელიც არათუ იმას დაადასტურებდა, რომ ირაკლი ჩხვირკიამ რაიმე დანაშაული ჩაიდინა, არამედ საერთოდ რამეს იტყოდა მასზე.

„ჰაბიტოსკოპიის ექსპერტს და დამკავებელს არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა“, -აღნიშნა ადვოკატმა.

მისი თქმით, საქმეში ერთი, 14 – წამიანი ვიდეოა, სადაც 6 წამის განმავლობაში ეპიზოდურად ჩნდება ირაკლი ჩხვირკია და არ აშავებს არაფერს, არ ძალადობს, ღობეს არ ეჯაჯგურება, პრეზიდენტის სასახლის ეზოში არ შედის.

„ერთ-ერთ პროცესზე როცა ეს ვთქვი, 14 – წამიანი ვიდეო დევს მხოლოდ საქმეში-მეთქი, 18 – წუთიანსაც მოვიტანო დამპირდა ბატონი პროკურორი, მოიტანა მართლაც, უბრალოდ იქაც მხოლოდ ის 6 წამი ჩანს ირაკლი, უბრალოდ ვიდეოა დიდი და სხვა ნაწილში ის არსად ფიგურირებს. ამ ერთი საცოდავი ვიდეოს ნაგლეჯით უნდა ბრალდების მხარეს, რომ ადამიანი ორ ბრალდებაში გაამტყუნოთ? ჯერ მოცემულობად უნდა მიიღოთ, რომ ირაკლი ჩხვირკიამ დაამყარა რეკორდი, კარგი ავიღოთ სრულად და იყოს 14 წამი, ირაკლი ჩხვირკიამ დაამყარა რეკორდი და 14 წამში შეძლო სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასთან ერთად აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება. ეს ამ 14 წამში უნდა იყოს ჩატეული აუცილებლად, სხვა მტკიცებულება არ არის და იმიტომ. კარგი, დავანებოთ თავი იმას, რაც აშკარა ტყუილია და უბრალოდ ჰაერია, სად არის ხავსი რასაც შეიძლება ბრალდება მოეჭიდოს?“- განაცხადა ბორის-ჩელე ყუყუამ.

მისი თქმით, ბრალის დადგენილებაში წერია,რომ [ჩხვირკვია] დაზიანებულ ჭიშკართან ყოფნის დროს ჯგუფური ძალადობის მონაწილეებს მოუწოდებდა გაეგრძელებინათ ძალადობრივი მოქმედებები. ადვოკატის განმარტებით, მის დაცვის ქვეშ მყოფის ხელის ჰაერში ქნევა ძალადობისკენ მოწოდება კი არა დახმარების თხოვნაა.

„გამოკვლევის დროსაც მოგახსენეთ და ირაკლიმ არაერთხელ დააფიქსირა, მათ შორის, მისი დაკითხვისას, რომ ხელის ჰაერში ქნევა ძალადობისკენ მოწოდება კი არა დახმარების თხოვნაა, რადგან წიწაკის „სპრეის” ღრუბელმა თვალი დაუწვა. როცა ხედავს რომ არავინ მისი დამხმარე არ არის, ტოვებს ტერიტორიას. მისი ჩვენება ლოგიკური და ზედმიწევნით თანმიმდევრული იყო.

აქვე, ვიცი რომ არავის დავიწყებია, თუმცა მაინც შეგახსენებთ, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გამორიცხავს პირის პასუხისმგებლობას ეჭვებსა და ვარაუდებზე დაყრდნობით, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ ნიშნავს, რომ არსებული მტკიცებულებები, ამ შემთხვევაში მტკიცებულება, გამორიცხავს ალტერნატიული, ლოგიკურად დასაშვები ვერსიების არსებობას.

ამ ეპიზოდის ერთ რომელიმე დანაშაულად შეფასებაც კი და ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება თუ ძალიან უნდა თეორიულ შემფასებელს, რომ ირაკლი ჩხვირკია ციხეში აღმოჩნდეს, თუმცა ამ შემფასებელსაც კი ხელები აქვს შეკრული და რაც არ უნდა ტენდენციური და მიკერძოებული იყოს ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში მის მონაწილეობას ვერ დაადგენს, რადგან ამგვარი ეპიზოდის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ დევს საქმეში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქმეში კი არა, არსად არ დევს, არ მომხდარა და იმიტომ“, – განაცხადა ბორის-ჩელე ყურუამ.

ამასთან, ადვოკატმა ისაუბრა ბრალდებულის ოჯახურ მდგომარეობაზეც.

„ბოლოს, გეტყვით რომ, ირაკლი 6 წლის იყო აფხაზეთიდან როცა მოუწია წამოსვლა, სახლში ელოდება შშმ პირი დედა და ღრმად მოხუცებული შშმ პირი ბებია, რომელთა ერთადერთი მარჩენალი და მომვლელი ირაკლი იყო… ამას იმისთვის არ გეუბნებით, რომ ირაკლი შეგეცოდოთ, არავის შესაცოდებელი არაფერი არ ჭირს, უბრალოდ მინდა იმ ტრაგედიის მასშტაბები დაგანახოთ, რაც მოყვა ხელისუფლების ნებას გაუსწორდეს პოლიტიკურ ოპონენტებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უხეიროდ ჩატარებულ გამოძიებას“, – განაცხადა ბორის ჩელე-ყურუამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში ავარიული კორპუსების ჩანაცვლებისთვის 24 მილიონიანი ლარის ღირებულების შესყიდვები გამოცხადდა
  • “არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ირაკლი შაიშმელაშვილი სამართალდამცავებს მოუწოდებდა საბრძოლო სულისკვეთების დაკარგვისკენ ან ისეთი ქმედებისკენ, რაც შეიძლება შეფასდეს დემორალიზაციად” – ადვოკატი
  • შეიცვლება თუ არა ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი? – მარია ზახაროვას კითხვა კალაძის სიძემ დაუსვა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge