Thursday, April 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მარტში ტურიზმის სექტორში კლება დაფიქსირდა – ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა

April 30, 2026
მარტში ტურიზმის სექტორში კლება დაფიქსირდა –  ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა

მარტში ტურიზმის სექტორში კლება დაფიქსირდა – ინფორმაციას BMG საქსტატზე დაყრდნობით ავრცელებს.

კვლევის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში მარტში ზრდა დაფიქსირდა, ხოლო კლება აღინიშნა ტურიზმის – ანუ სასტუმროებისა და რესტორნების, ასევე ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურებების სექტორში.

“2026 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამმუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების, ასევე სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში” – ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

ამავე მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა. საქსტატის ცნობით, იანვარ-მარტში საქართველოს ჯამურად 994.8 ათასი ვიზიტორი ჰყავდა. მონაცემებით ირკვევა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 1.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი – 45.7%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. საქსტატის მონაცემებით, 1.3 მლნ შემოსვლიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.2 მილიონი შეადგინა, რაც 0.2%-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯიას” დირექტორი ასახელებს რამდენია ერთ ლიტრ საწვავზე აქციზის გადასახადი
  • სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მამუკა მდინარაძე დაინიშნა, მას ასევე დაეკისრა ვიცე-პრემიერის მოვალეობა
  • “ბრალი სრულად დაუსაბუთებელია – მინდა იმ ტრაგედიის მასშტაბები დაგანახოთ, რაც მოყვა ხელისუფლების ნებას გაუსწორდეს პოლიტიკურ ოპონენტებს და შსს-ს მიერ უხეიროდ ჩატარებულ გამოძიებას” – ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge