Thursday, April 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო პოზიცია 21 ადგილით გაუარესდა და მსოფლიოში 135-ე ადგილს იკავებს

April 30, 2026
პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო პოზიცია 21 ადგილით გაუარესდა და მსოფლიოში 135-ე ადგილს იკავებს

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე 2026 წლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველო მონიშნულია, როგორც მძიმე მდგომარეობის მქონე ქვეყანა.

ჩვენი ქვეყნის პოზიცია 21 ადგილით გაუარესდა და 135-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის. გასულ წელს საქართველო 114-ე ადგილს იკავებდა.

საქართველო რეიტინგში თავის საუკეთესო შედეგს 2019-21 წლებში აჩვენებდა, როდესაც მე-60 ადგილს იკავებდა, საიდანაც მას შემდეგ 75 ადგილით ჩამოქვეითდა. ახლა კი ჰონგ-კონგთან და ელ სალვადორთან ერთად, საქართველო მათ შორისაა, სადაც პოლიტიკური ცვლილებებისა და მზარდად რეპრესიული რეჟიმების გამო, პრესის თავისუფლება ბოლო წლებში მკვეთრად გაუარესდა.

„ოფიციალური პირების მხრიდან ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას. დამოუკიდებელი მედიისთვის გარემო კვლავ მტრულია, რაც ჟურნალისტების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით გამოიხატება. „უცხოური გავლენისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების მიღება და გამკაცრება კიდევ უფრო მეტად ახდენს ჟურნალისტების მარგინალიზაციას, მათ ცენზურის საფრთხის წინაშე აყენებს და მნიშვნელოვნად ზღუდავს თავისუფალი სიტყვის სივრცეს“.- წერს ორგანიზაცია საქართველოს შესახებ.

„რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ შეფასებით, ჟურნალისტიკის კრიმინალიზაცია გლობალურ მოვლენად იქცა. პრესის თავისუფლების შესაფასებლად გამოყენებული ხუთი მაჩვენებლიდან – ეკონომიკური, სამართლებრივი, უსაფრთხოების, პოლიტიკური და სოციალური გარემო – წელს ყველაზე მკვეთრად სამართლებრივი მაჩვენებელი გაუარესდა, განსაკუთრებით ინდოეთში, ეგვიპტეში, ისრაელსა და საქართველოში.

პოლიტიკური კონტექსტი

“მედია ლანდშაფტი მრავალფეროვანია და, ამავდროულად, უკიდურესად პოლიტიზებული. მანიპულაცია, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული მედიაში, განსაკუთრებით ტელევიზიაში, რომელიც ქვეყნის ინფორმაციის მთავარ წყაროს წარმოადგენს.

მედიის მფლობელები ხშირად აკონტროლებენ სარედაქციო შინაარსს, როგორც ეს მოხდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში, სადაც მფლობელის ცვლილების შემდეგ სარედაქციო ხაზი შეიცვალა. მსგავსი ვითარებაა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ (GPB) დაკავშირებითაც, რომელშიც ხელისუფლება ერევა.

გაფართოებული რეგულაციები ახლა ხელისუფლებას მედიის შინაარსის კონტროლის საშუალებას აძლევს, რაც ცენზურის რისკს ზრდის. რეგიონული და სათემო რადიოსადგურებს დაფინანსების პრობლემები აქვთ, მაშინ როდესაც ბეჭდური მედიის მკითხველი მცირდება, ხოლო ონლაინ გამოცემების პოპულარობა იზრდება” – აცხადებს RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი.

 

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიუთითებს, რომ 2024 წლის ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური კრიზისია.

“პოლიტიკური კლიმატი ხასიათდება ხანგრძლივი არასტაბილურობითა და რეპრესიებით, რაც ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის მედიაზე პოლიტიკური კონტროლის დასამყარებლად.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს მედიებს ფლობას უკრძალავს, მსხვილი მედიები, როგორც წესი, პოლიტიკასთან დაკავშირებული მფლობელების ინტერესებს იცავენ. იგივე ეხება სახელმწიფო მედიას, რომლებშიც ხელისუფლება ერევა. მთავრობა სულ უფრო ხშირად ამბობს უარს კრიტიკულ მედიასთან თანამშრომლობაზე და მიმართავს ცენზურას, დისკრედიტაციის კამპანიებსა და დაშინებას” – აცხადებს RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი.

 

RSF წერს, რომ მთავრობას ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ევროკავშირის რეკომენდაცია პრესის თავისუფლების შესახებ, რაც აუცილებელი ნაბიჯია წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.

საქართველოში სამართლებრივი გარემოს (-11 პუნქტი) მკვეთრად გაუარესება, RSF-ის თანახმად, განპირობებულია ისეთი შემზღუდავი კანონების მიღებითა და მათი ბოროტად აღსრულებით, როგორიცაა კანონები „უცხოური აგენტების“, მედიის დაფინანსების, აუდიოვიზუალური რეგულირებისა და ონლაინ მედიის შესახებ.

 

სამართლებრივი ჩარჩო

“წინა რეფორმებისგან განსხვავებით, რომლებიც მედიაში პლურალიზმსა და გამჭვირვალობას აძლიერებდა, მთავრობამ მიიღო რეპრესიული კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ, რაც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს მედიის დირექტორებსა და საბჭოს წევრებს, ხოლო კანონის შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ პატიმრობით ემუქრება.

ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში კრძალავს მაუწყებლების უცხოურ დაფინანსებას და აფართოებს მარეგულირებლის უფლებამოსილებას, შეაფასოს სამაუწყებლო შინაარსის სიზუსტე და მიუკერძოებლობა. ამ მარეგულირებლის დამოუკიდებლობა სერიოზული ეჭვის ქვეშ დგას. ცვლილებებმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში დაასუსტა ჟურნალისტური წყაროს დაცვის მექანიზმები” – აცხადებს RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი.

ორგანიზაცია საუბრობს სარეკლამო ბაზარზეც საქართველში – RSF მიუთითებს, რომ ნაკლებად განვითარებული სარეკლამო ბაზარი კიდევ უფრო მცირდება ბეჭდურ და ონლაინ მედიაში, რომლებიც ძირითადად დონორების მიერ ფინანსდება (როგორც წესი, დასავლეთიდან).

 

ეკონომიკური კონტექსტი

“უცხოურ დაფინანსებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა მკვეთრად გააუარესა დამოუკიდებელი მედიების ფინანსური მდგრადობა. მარეგულირებლის მხრიდან ზეწოლასთან და სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი მედიისთვის მინიჭებულ უპირატესობებთან ერთად, ეს ზომები ამახინჯებს კონკურენციას და საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი გამოცემების გადარჩენას” – აცხადებს RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი.

 

სოციოკულტურული კონტექსტი – ანგარიშში წერია, რომ ქართული საზოგადოება ხასიათდება ძლიერი სოციალური დაძაბულობით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რელიგია, LGBTQ+ უფლებები და რუსული გავლენა, რაც გავლენას ახდენს ჟურნალისტიკაზე.

“ჟურნალისტები, რომლებიც სენსიტიურ თემებს აშუქებენ, გაძლიერებულ შევიწროებასა და ზეწოლას განიცდიან. თვალთვალის პრაქტიკა და სამართლებრივი შეზღუდვები ძირს უთხრის წყაროს კონფიდენციალურობას, რაც კიდევ უფრო აფერხებს საგამოძიებო რეპორტაჟებს და ზღუდავს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ჟურნალისტიკას” – აცხადებს RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი.

უსაფრთხოება – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წერს, რომ ჟურნალისტები ხშირად ხდებიან სიტყვიერი შეურაცხყოფის, ფიზიკური თავდასხმისა და დაშინების მსხვერპლნი, რაც ხშირად უკავშირდება პოლიტიკურ დაძაბულობასა და საპროტესტო აქციებს.

“რეპორტიორების წინააღმდეგ ძალადობა გაძლიერდა, ხოლო ამ დანაშაულების გამოძიება არაეფექტურია, რაც აძლიერებს დაუსჯელობის სინდრომს. გაუარესებული უსაფრთხოების გარემო არის მთავარი დაბრკოლება დამოუკიდებელი გაშუქებისთვის და ხელს უწყობს თვითცენზურას” – აცხადებს RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში პატიმრობაშია ერთი ჟურნალისტი — „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი.

RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი, ჟან კაველიე ამბობს, რომ მის პატიმრობას რეალური გავლენა ჰქონდა საქართველოს შედეგების გაუარესებაზე

„ეს ის ორი სფეროა, სადაც ყველაზე დიდი კლება გვაქვს. ამის მიუხედავად, საქართველოს ვარდნა მხოლოდ ერთი შემთხვევით ვერ აიხსნება. მის გარეშეც ქულები მნიშვნელოვნად დაეცემოდა, რადგან ჟურნალისტებისთვის საერთო გარემო ყველა მიმართულებით უარესდება. ამაღლობელის საქმე ამ ტენდენციას ასახავს. იგი გახდა იმის სიმბოლო, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება სამართლებრივ და სასამართლო ინსტრუმენტებს ჟურნალისტების დასაშინებლად და გასაჩუმებლად. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაკავება არ არის ერთადერთი მიზეზი, ის არის ამჟამინდელი უკუსვლის ძლიერი სიმბოლო და დამაჩქარებელია. შესაბამისად, მისი გათავისუფლება იქნებოდა ძლიერი პოზიტიური სიგნალი, თუმცა, თავისთავად, ეს არ იქნება საკმარისი ტენდენციის შესაცვლელად“, – აცხადებს RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 35 წელი ქართული არმიის დაარსებიდან – 30 აპრილი თავდაცვის ძალების დღეა
  • “რეგიონებში გასვლა ნიშნავს კარდაკარ, სოფელ-სოფელ სიარულს, ოპოზიციამ კი დარბაზი დაიქირავა, ასი სკამი დადგა და ისიც ვერ შეავსეს, სწორია, უნდა დაიმალონ, მათ სალაპარაკო არაფერი აქვთ” – ირაკლი ზარქუა
  • ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მათი სარჩელი, რომელიც იძულებითი სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედ წესსა და პირობებს ეხებოდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge