Thursday, April 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ორი დღეა, მოსვენება მაქვს დაკარგული. ვფიქრობდი, გამეზიარებინა თუ არა თქვენთვის ისტორია…“ – რას წერენ მეუფე ისაიას შესახებ

April 30, 2026
„ორი დღეა, მოსვენება მაქვს დაკარგული. ვფიქრობდი, გამეზიარებინა თუ არა თქვენთვის ისტორია…“ – რას წერენ მეუფე ისაიას შესახებ

რეზი ჭინჭარაული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მეუფე ისაიას შესახებ წერს:

“ორი დღეა, მოსვენება მაქვს დაკარგული. ვფიქრობდი გამეზიარებინა თუ არა თქვენთვის ისტორია, რომელიც, მეუფე ისაიას ეხება. კაცს, რომელსაც, მავანმა განათლება დაუწუნა და არ მისცა უფლება საპატრიარქო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის უფლება. ეს ისტორია 13 წლის წინ, 20 წლის ასაკში გადამხდა თავს. ემიგრაციიდან სრულიად უცხო (მტრულ) გარემოში ახლად დაბრუნებულს. ჩემთვის ძვირფასმა, სასულიერო პირმა საპატრიარქოში მიმიყვანა, რათა უწმინდესს დაველოცე. როგორც ახალგაზრდების უმეტესობა, მეც იდენტობის ძიებისა და თვითგამოხატვის ჩვეულ, პროტესტით აღსავსე პროცესში ვიყავი. რაც ამ შემთხვევაში გარეგნულად, გრძელი თმით და დახეული ჯინსებით ვლინდებოდა. საპატრიარქოში მესამე სართულზე ასულებს, უწმინდესის მოლოდინში, აგრესიულად, სიძულვილით აღსავსე მღვდელმთავარი მომიახლოვდა, დაინტერესდა, თუ ვინ მიმიყვანა იქ ასე ჩაცმული, ვინ ვიყავი და რომ სასწრაფოდ დამეტოვებინა საპატრიარქოს შენობა. უკიდურესი შიშის და დაბნეულობის განცდა დამეუფლა. ამ დროს, ამ ყოველივეს შემსწრე, ანგელოზებრივი სიმშვიდით და მამობრივი სიყვარულით მეუფე ისაია მოგვიახლოვდა, რომელმაც მღვდელმთავარს მოუწოდა დამშვიდებულიყო და სასწრაფოდ თავისი ანაფორა გაიხადა, დახეულ ჯინსებზე მომახვია (რაც ზემოხსენებული მღვდელმთავრის აღშფოთების მიზეზი იყო). ასე, მისი ანაფორამოხვეული შევედი უწმინდესთან დასალოცად. ამდენი წლის შემდეგაც, კვლავ ემიგრაციაში მყოფს, სასულიერო პირის დანახვა, ჩემში იმ ენით აღუწერელ შიშს და ამავდროულად, მეუფე ისაიას სახით მამობრივ სიყვარულს მახსენებს. ქრისტიანობა და ქრისტეს მოწაფეობა უპირველესად საქმით ვლინდება. სინათლე კი, ყოველგვარ ბნელს სძლევს” – წერს რეზი ჭინჭარაული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მათი სარჩელი, რომელიც იძულებითი სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედ წესსა და პირობებს ეხებოდა
  • “ფასების ზრდა საქართველოში მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე არის ევროპის სხვა ქვეყნებში” – შოთა ბერეკაშვილი
  • “ერთი საცოდავი ვიდეოს ნაგლეჯით უნდა ბრალდების მხარეს, რომ ადამიანი ორ ბრალდებაში გაამტყუნოთ?” – ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge