Thursday, April 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მივესალმებით საქართველოს მიერ გაწეულ მუდმივ ძალისხმევას მოდერნიზაციისა და რეფორმების თვალსაზრისით, ასევე მის მრავალწლიან მისწრაფებას ნატოსთან სულ უფრო ძლიერი თავსებადობის მიმართულებით” – საფრანგეთის საელჩო

April 30, 2026
“მივესალმებით საქართველოს მიერ გაწეულ მუდმივ ძალისხმევას მოდერნიზაციისა და რეფორმების თვალსაზრისით, ასევე მის მრავალწლიან მისწრაფებას ნატოსთან სულ უფრო ძლიერი თავსებადობის მიმართულებით” – საფრანგეთის საელჩო

საქართველოში საფრანგეთის საელჩო თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო და სამოქალაქო პირს თავდაცვის ძალების დღეს ულოცავს.

როგორც მათ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობა და ქართული ძალების ალიანსის სტანდარტებთან თანდათანობითი შესაბამისობა ადასტურებს ქვეყნის სურვილს, გააძლიეროს ურთიერთთავსებადობა და წვლილი შეიტანოს კოლექტიურ უსაფრთხოებაში.

„საფრანგეთის საელჩო ულოცავს საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო და სამოქალაქო პირს, რომელიც დღეს მისი 35 წლის იუბილეს აღნიშნავს.

საქართველოს თავდაცვის ძალები, რომელიც, 1918 წელს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს ჩამოყალიბებული პირველი რეგულარული ძალების მემკვიდრეა, ხოლო, 1991 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ხელახლა დაარსდა, როგორც მაშინ, დღესაც განასახიერებს ქვეყნის ერთგულებას თავისი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მიმართ.

საფრანგეთის საელჩო მიესალმება საქართველოს მიერ გაწეულ მუდმივ ძალისხმევას მოდერნიზაციისა და რეფორმების თვალსაზრისით, ასევე მის მრავალწლიან მისწრაფებას ნატოსთან სულ უფრო ძლიერი თავსებადობის მიმართულებით. ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობა და ქართული ძალების ალიანსის სტანდარტებთან თანდათანობითი შესაბამისობა ადასტურებს ქვეყნის სურვილს, გააძლიეროს ურთიერთთავსებადობა და წვლილი შეიტანოს კოლექტიურ უსაფრთხოებაში.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ამ საზეიმო დღეს, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ჩართულობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაში, მშვიდობისა და რეგიონული სტაბილურობის სამსახურში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ერთი საცოდავი ვიდეოს ნაგლეჯით უნდა ბრალდების მხარეს, რომ ადამიანი ორ ბრალდებაში გაამტყუნოთ?” – ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატი
  • “მზია ამაღლობელს მე გადავუხდი იურისტების ფულს და წავიდეს სტრასბურგში…იმიტომ არ მიდიან რომ (იციან) წააგებენ” – ირაკლი რუხაძე
  • ხობში, მდინარე ცივში 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge