Thursday, April 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ “ლიბერთი ბანკი” დასავლეთევროპულ ბანკს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ვითარების გამო ვერ მიყიდა

April 30, 2026
ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ “ლიბერთი ბანკი” დასავლეთევროპულ ბანკს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ვითარების გამო ვერ მიყიდა

საინვესტიციო ჰოლდინგ Hunnewell Partners-ის მფლობელი, ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ირწმუნება, რომ “ლიბერთი ბანკის” გაყიდვით 10-ჯერ მეტ მოგებას მიიღებს, ვიდრე თავიდან ამ ბიზნესში ჩადო.

“ტვ იმედის” ყოფილმა მფლობელმა საშა კაცმანის პოდკასტში საუბრის დროს გარიგების კონკრეტულ ღირებულება არ დაასახელა.

თუ ბიზნესმენ რუხაძეს დავუჯერებთ, ბანკის გაყიდვა მოსალოდნელ ახალ სანქციებთან დაკავშირებული არ არის. მისი თქმით, ამის მიზეზი ბიზნეს გათვლები და ბანკის მოგების 50-მილიონიანი ნიშნულია.

ირაკლი რუხაძემ “კაცმანის პოდკასტში” ასევე მოჰყვა, რატომ ვერ გაუყიდა “ლიბერთი ბანკი” ავსტრიულმა საინვესტიციო ბანკმა Raiffeisen-მა, რომელიც ამ მიზნით დაიქირავეს. მისი თქმით, თავიდან “ლიბერთის” ბაზისბანკზე მიყიდვა არ განიხილებოდა, არსებობდა მსხვილი დასავლეთევროპული ბანკი, რომელიც „ლიბერთის“ ყიდვით სერიოზულად იყო დაინტერესებული, თუმცა ირაკლი რუხაძის თანახმად, პროცესი საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ შეაჩერა.

ამბობენ, რომ გაურკვეველი ქვეყანაა, ბავშვებს წამლავთ ქუჩაში და რაღაცა სიგიჟეები, რომლის გამო მარტო მე კი არ დამარტყა, გარე ფული საერთოდ არ შემოდის ქვეყანაში – აცხადებს რუხაძე.

“ლიბერთი ბანკი”, დაახლოებით, 8 წლის წინ ვიყიდეთ. ახლა რომ შევხედოთ, რა ფასად გამოვედით – “ქეში ქეშზე” [Cash-on-Cash return] რომ ავიღოთ, ღირებულება, დაახლოებით, 10-ჯერ გავზარდეთ ანუ რაც დავაბანდეთ, იმის 10 იმდენს ავიღებთ… ბოლომდე არ აგვიღია, რაღაცა ისეთ გარიგებაა, რომ ნაწილ-ნაწილ ვიღებთ თანხას. რომ ავიღებთ თანხას, იქნება 10-ჯერ მეტი, ვიდრე ჩავდეთ. ბაზის ბანკი არ იყო ჩვენი საუკეთესო ვარიანტი, რადგან სპეციფიკური გარიგებაა, თანხას ნაწილ-ნაწილ ვიღებთ, თუმცა, როცა სრულად დავიბრუნებთ, ეს იქნება 8 წელიწადში მიღებული 10-ჯერ მეტი ამონაგები.

“ბაზისბანკი” ჩვენი პირველი და საუკეთესო ვარიანტი არ ყოფილა. საუკეთესო ვერსია იყო ერთი დიდი დასავლეთევროპული ბანკი, რომელიც ბევრჯერ უფრო დიდია, ვიდრე მთელი საქართველოს საბანკო სისტემა. მათ „ლიბერთი“ ძალიან აინტერესებდათ; ძაან საინტერესო გარიგება იქნებოდა და ჩაიშალა იმიტომ, რომ აქ დაიწყეს პოლიტიკური გამოსვლები და მათ ფაქტობრივად მიწერრეს, აქ არ ჩამოხვიდეთ, აქ ცუდია და რაღაცა. გარეთ ისეთი სურათი გადიოდა, რამაც ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა ამ ბანკის ნორმალურად გაყიდვა და მაინც ლაპარაკი მოგვიწია საქართველოში უკვე ვინც იყო ისეთ ბაკთან. აქედან რომ გადის ისტორიები, რომ ამერიკელებს აგდებენ, გერმანელი გააგდეს, მარტო ჩინელებს აძლევენ, ამით ყველას გიგდებენ ღირებულებებს. რაც ტყუილია სხვათაშორის, არავინ არ გაუგდიათ და ჩინური ფული არ შემოსულა საქართველოში 2012 წლის შემდეგ. იმიტომ, რომ გაურკვეველი ქვეყანაა, ბავშებს წამლავთ ქუჩაში და რაღაცა სიგიჟეები, რომლის გამო მარტო მე კი არ დამარტყა, გარე ფული საერთოდ არ შემოდის – არც ჩინური, არც რუსული, არც ამერიკული, არც ჰოლანდიური, არც ინგლისური. 86% არის ჩვენი ფულიდ ა ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ბევრი ფული არ გვაქვს”, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ორი დღეა, მოსვენება მაქვს დაკარგული. ვფიქრობდი, გამეზიარებინა თუ არა თქვენთვის ისტორია…“ – რას წერენ მეუფე ისაიას შესახებ
  • სინოდზე პატრიარქის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენება მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას სურდა – მეუფე შიოს მხარდამჭერებმა მას “ზნეობრივ დარღვევაზე” მიუთითეს, რის შემდეგაც გვაზავამ კანდიდატურა მოხსნა – “ფორმულა”
  • “ეროვნულ გამოცდებზე იმავე სირთულის ტესტები იქნება, რაც გასულ წლებში იყო – არც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეცვლილა” – გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ მემანიშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge