ჯონი დეპმა ყოფილ მეუღლეს, ემბერ ჰერდს სასამართლო პროცესი მოუგო. შესაბამისად ჰერდს დეპისთვის 8 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა, თუმცა ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ჯონიმ ეს თანხა არ აიღოს. აღნიშნულთან დაკავშირებით მისმა ადვოკატმა კამილა ვასკესმა ისაუბრა.
“ამ საქმეში, ჯონი დეპისთვის ფულს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა და არც ახლა აქვს. საქმე ეხებოდა მის გათელილ ღირსებასა და დაკარგულ რეპუტაციას. გამარჯვებას მისტერ დეპისთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. მან ბოლოს და ბოლოს, 6 წლის შემდეგ, დაკარგული ცხოვრება დაიბრუნა“ – აცხადებს ვასკესი
შეგახსენებთ, რომ ვერდიქტის გამოტანის შემდეგ ემბერ ჰერდის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ემბერს არ აქვს აღნიშნული თანხა და მას თავის ბანკროტად გამოცხადება მოუწევს.