გურიაში ავარიის შედეგად დაშავებული 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა 23 აპრილს მოხდა. რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ ახალგაზრდა 27 აპრილს, კლინიკაში გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
