„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
კომპანიის ცნობით, ქუჩების ნაწილს წყალი 11 საათით შეუწყდება.
„დღეს საბურთალოს რაიონში, დ. აღმაშენებლის ხეივანი N230-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება.
სამუშაოების მიმდინარეობისას საღამოს 21:00 საათიდან 29 აპრილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დიღომი 7“.
