ია იმნაძე, სკოლის მოსწავლე, რომელიც მოკლული მასწავლებლის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია, სასამართლოში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მოტივით არ გამოცხადდა.
“სასამართლო პროცესზე უნდა გამოცხადებულიყო ნია იმნაძე. მაგრამ, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ნია იმნაძის ადვოკატი აგროვებს რაღაც ცნობებს, იმასთან დაკავშირებით, რომ ნია იმნაძეს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები, რომ ეშინიათ ნია იმნაძის სასამართლო პროცესზე არ შემოაკვდეთ ხელში ან უფრო მეტიც არ მოკლა კუპატაძეებმა და ავალიანებმა, რაც რა თქმა უნდა, აბსურდია და ვიცი, რომ რაღაც ცნობებს აგროვებს. ყველა ექიმი ვინც არასწორ დასკვნას მისცემს ნია იმნაძეს, ყველა აგებს კანონის მთელი სიმკაცრით პასუხს – ყველაფერს გააკეთებს ნია იმნაძის ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი, რომ ნია იმნაძე არ გადაიყვანოს სასამართლო პროცესამდე – არა უშავს, ეკა კუპატაძეს აქვს გეგმა ა, გეგმა ბ, გეგმა გ და ყველა გეგმა აქვს გაშიფრული – ვერ დამისხლტება ხელიდან, მთვარეზე რომ გაიყვანონ, იქაც მივაგნებ” – ამბობს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე TV პირველთან საუბრისას.
